Загрузка...
ამირან ჯანჯღავა - სიყვარული გურული აქცენტით / amiran janjghava - sikvaruli gululi aqcentit - 25 აპრილში 2013 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:12 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » აპრილი » 25 » ამირან ჯანჯღავა - სიყვარული გურული აქცენტით / amiran janjghava - sikvaruli gululi aqcentit


11:59 AM
ამირან ჯანჯღავა - სიყვარული გურული აქცენტით / amiran janjghava - sikvaruli gululi aqcentit
გუშხამ ვნახე იალონი კურცხალს აღვარღვარებდა
მზეც ბავშვივით გაბდღალული მიწას ავარვარებდა
დღეც გადელდა უდღეობით შემაღონა ღამის კუთვამ
კვლავ გათენდა უშენობით შემიწუხა სული ხუთვამ

ფიქრებს ფიქრით დაბღოტილს ჩაგეკონოს სურს ყიაში
ცავ შენს მკერდზე ჩაძინება, გაღვიძება მსურს იაში
ხელებს მელნით მოდღურულს ნუ ჩამოწერ შავ სიაში
ცავ ცახოცი მოიხადე წამომყევი გთხოვ ფიაში

მინდა წამი წამწამებით ჩვენს გულებში დავატყვეოთ
ჩვენს ეზოში ბჟოლა დავრგოთ და უდაბნოც გავატყეოთ
საკარიას გავუფრთხილდეთ არ მოგვტაცოს მელამ ნეზვი
დღეს მუცელიც გაგებერა ოვალურად როგორც ნესვი

გოჟოიანს იალონზე თუ გიხილავს ჩემი ფეთქვა
სიყვარულზე შეყვარებულს მიყვარხარო მინდა მეთქვა
თუმცა ბედმა ამბარძღა და თეთრ ქაღალდზე დამაქცია
შენი თავი წამართვა და ჯოჯოხეთში გამაქცია

მგონი როფავს კურმუხეთში , დროსაც თურმე ციოდა
გავტიალდი თბილ რითმებში შენთან ყოფნა მშიოდა
მარტოობით ნამარტოვებ გულს ახსოვდა ორი ფერი
შენ ხომ ჩემი ვერ გახდი და უაზროა ყოლიფერი

ა.ჯანჯღავა


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 2365 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: mecamete tvis poetebi, siyvaruli guruli aqcentit, სიყვარული გურული აქცენტით, amiran janjghava, amiran janjgava, ამირან ჯანჯღავა, sikvaruli gululi aqcentit | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0