26 აპრილში 2013 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 12:05 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » აპრილი » 26



ბაჩო ზაქაიძე - ღამის ზღაპარი / bacho zaqaidze - ghamis zghapari


მთვარე ჩამოივლის ღამის პოდიუმზე,
ნახევრად ჩამქრალი იწყებს ჩამოჯდომას,
სადაც მნათობები ზეცის ბორდიურებს
ჰგავს და უსმენს ღამეს, ისიც არ მუნჯდება.

უყვება ბალადებს ძილის წინ ზღაპრებად,
სანამ გათენდება დილა დაძინების,
(ხანაც გადახედავს თუ როგორ გაქრება
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1335 / თარიღი: 2013-04-26 / 2:07 AM / პარასკევი

ბაჩო ზაქაიძე - ვნების პირველი ღამე / bacho zaqaidze - vnebis pirveli ghame


ოთახი სადაც არავინ არის,
ვარდის ფურცლებით სავსე საწოლი,
ოდნავ ფაჩუნი დახურულ კარის,
მწველი ჩურჩული: “დროა დაწოლის”.

ორად ჩახსნილი წითელი ფარდა,
საბანი შიშველ მკერდის ნუგეშად,
ნელ-ნელა ქვევით სამოსის ვარდნა,
ტუჩების შებმა ოდნავ უხეშად.

... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 3636 / თარიღი: 2013-04-26 / 1:55 AM / პარასკევი

ბაჩო ზაქაიძე - გულის სამარხი / bacho zaqaidze - gulis samarkhi


ძველებურად დავუყვები ქუჩას,
როგორც ცხენი უმოძრაო თავლას,
ქუჩის ბოლოს უშენობა უჩანს,
უჩანს თუმცა, მაინც ვიწყებ ავლას.

ჩუმ ღამეში მიტოვებულ სურნელს,
გადაეკრა ფერფლიანი ფარდა,
და ამ ფერფლით ამოვსებულ ურნებს,
ყველა უვლის, ყველა ერთის გარდა.
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1380 / თარიღი: 2013-04-26 / 1:49 AM / პარასკევი



შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0