Загрузка...
ამირან ჯანჯღავა - ოცნებად მაქვს ჩახუტება / amiran janjghava - ocnebad maqvs chakhuteba - 25 აპრილში 2013 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:32 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » აპრილი » 25 » ამირან ჯანჯღავა - ოცნებად მაქვს ჩახუტება / amiran janjghava - ocnebad maqvs chakhuteba


1:59 PM
ამირან ჯანჯღავა - ოცნებად მაქვს ჩახუტება / amiran janjghava - ocnebad maqvs chakhuteba
წვიმა მორცხვად ბაგეზე შენთან ამბორს ლამობდა
სიო სველი სიცელქით მკერდზე ქროლვას ხამობდა
ცრემლებს სევდით მოქარგულს თვალთ სიშორე ამძიმებს
ტკივილს მტვერში მოხატულს კლავიშები ამძივებს

მარტოობას ჩრჩილი ჭამს, სევდა ფიქრებს აძინებს
სიყვარული ვაჭარს ჰგავს და ფასს დღითი-დღე აძვირებს
სითბოს სიცივე ჩაგრავს ძილს უძილოდ ნაძინებს
ღიმილს ბოღმა ატყვევებს, სულს სიჩუმე აცინებს

უშენობა თავს იხრჩობს, დროს სიშორე აშინებს
მკერდში გულს ვერ ვპოულობ, ჩემი თავი მაშინებს
ჰეროსტრატე ხორცს მართმევს, მანძილს ზომავს არშინებს
ეფესოში ტაძარს წვავს და მე ტკივილის ვგრძნობს საშინელს

შენ კი ღამის წყვდიადში სხვამ გაგხადა მატინე
მესალინა რად გახდი? ტკივილს რატომ ატკინე?
შენი ნაზი სხეულით სხვის ბაგეებს დაატკბობ
მე კი სულის ჭრილობას ცას ღრუბლებად დავატყობ

მთვარის ჩრდილში შემოპარულს შემომესმა ჩუმი მესა
თვალზე ცრემლი ჩამოცოცდა, მეხამუშა შენი კვნესა
სხვის მკლავებში კეკლუცობდი, მე კი სანთლად ვიწვოდი
ვიცოდი რომ შემამჩნიე და სირცხვილით იწვოდი

სალონური პოეზიით შენთვის ვძერწე მადრიგალი
ბედმა აქაც დამცინა და ჩაიხუტა ზღვამ გრიგალი
უსასრულო მარტოობით მოიწყინეს ჩაფხუტებმა
მე ოცდაერთს ველოდები ოცნებად მაქვს ჩახუტება

ა.ჯანჯღავა


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 2807 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ამირან ჯანჯღავა, mecamete tvis poetebi, ocnebad maqvs chakhuteba, ocnebad maqvs chaxuteba, me13 tvis poetebi, ოცნებად მაქვს ჩახუტება, amiran janjgava, amiran janjghava | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0