Загрузка...
გურამ ლაცაბიძე - პოეტებს სიკვდილი არ აშინებთ / guram lacabidze - poetebs sikvdili ar ashinebt - 25 აპრილში 2013 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:25 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » აპრილი » 25 » გურამ ლაცაბიძე - პოეტებს სიკვდილი არ აშინებთ / guram lacabidze - poetebs sikvdili ar ashinebt


2:09 PM
გურამ ლაცაბიძე - პოეტებს სიკვდილი არ აშინებთ / guram lacabidze - poetebs sikvdili ar ashinebt
ჩვენ - პოეტები - როგორც მითებში,
ვიბადებით და ვიზრდებით კენტად.
თუ კი შეგვცივდა, ვთბებით რითმებში
ან თუ მოგვშივდა, სტრიქონებს ვკენკავთ.

და ველოდებით მუზების ნიშანს,
ვიწყებთ სისხამზე ქუჩაში გავლას.
ლექსის ბოლოდან დაწყება ნიშნავს,
ყველა დაღმართის აღმართად ავლას.

რადგან გრძნობები წყებად და წყებად,
მოჰგავს რაღაცით ჭადრაკის თამაშს.
როცა მზე ღრუბლის საწოლში წვება,
ჩვენ მთვარის აჩრდილს ვუკეთებთ შამათს.

ვიცვამთ პერანგებს, ნისლისგან ნაქსოვს,
დავიარებით იერით გიდის,
რადგან ყველა გზა ზეპირად გვახსოვს,
რაც პოეზიის კვალდაკვალ მიდის.

გავთელავთ ფრთხილად გულის არშიას,
სტროფებსაც ჩაგიღვრით მომეტებით,
პოეტებს სიკვდილი არ აშინებთ:
ლექსებად კვდებიან პოეტები!!!

გ.ლაცაბიძე


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1720 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: პოეტებს სიკვდილი არ აშინებთ, mecamete tvis poetebi, poetebs sikvdili ar ashinebt, guram lacabidze, გურამ ლაცაბიძე, გ.ლაცაბიძე, g. lacabidze, me13 tvis poetebi | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0