Загрузка...
ველური მზერით გიყვარს თამაში / veluri mzerit giyvars tamashi - 4 მაისში 2013 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-05-03, 11:52 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » მაისი » 4 » ველური მზერით გიყვარს თამაში / veluri mzerit giyvars tamashi


11:56 AM
ველური მზერით გიყვარს თამაში / veluri mzerit giyvars tamashi
ველური მზერით გიყვარს თამაში,
ჩემს წინ ამაყად, ნებივრად დგომა.
ძლივს დატეულხართ ვიწრო კაბაში
შენ, გაზაფხული და შემოდგომა.

ჯანსაღი ფერით, მდიდარი ტანით
მოხეთქილი ხარ როგორც ჩანჩქერი
ჩემს წასალეკად და გასატანად
და არსაიდან არ ჩანს საშველი.

შენა ხარ ჩემი თავდავიწყება
და მზიან გულზე დარდად მოწოლა.
ჩემი საცერა თვალებით გაგცრი,
აგაბრიალებ ველურ კოცონად.

შემოგადნება სხეულზე კაბა
როგორც გულაბ მსხალს სიმწიფით კანი
და ოცნებებში თრთის ვარდის ქაფად
შენი ღვთიური, რძისფერი კანი.
მოდი,
იხუვლე,
ნაპირს გადმოდი,
თავდავიწყებას რახან მპირდები.
მე ცარიელი ვარ კალაპოტი
და ამომავსე შენი ზვირთებით."


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 2886 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: tamashi, sasiyvarulo leqsebi, leqsebi, ველური მზერა, sasiyvarulo tamashebi, veluri kata, თამაში, Adriana Lima, Victorias Secret, tamashebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0