Загрузка...
ამირან ჯანჯღავა - მერე რა რომ / amiran janjghava - mere ra rom - 14 მაისში 2013 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:54 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » მაისი » 14 » ამირან ჯანჯღავა - მერე რა რომ / amiran janjghava - mere ra rom


11:13 PM
ამირან ჯანჯღავა - მერე რა რომ / amiran janjghava - mere ra rom
მერე რა რომ გალაკტიონს გაემიჯნა ბედისწერა
და ბუნების მეამბოხეს დაუწუნეს ლექსის წერა
მერე რა რომ ბრუნო ცეცხლში სიმართლისთვის გაეხვია
და თაფლ წასმულ დადიანს კი ბუზი ოხრად დაეხვია

მერე რა რომ ათას ღმეს ერთი ღამე შემოაკლდა
და ოტელოს განრისხებულს დეზდემონა შემოაკვდა
მერე რა რომ კვაზიომოდო სიმახინჯეს ვერ გაექცა
და ომებით შეპყრობილი ბიზანტია კვლავ დაეცა

მერე რა რომ დღეს იუდა ჩვენი ხელით ჩაცმულია
და იესო ხალხის მიერ უჯვროდაც კი ჯვარცმულია
მერე რა რომ არქანჯელო კოლხიდაზე ფიქრით თბება
და ნიკალა სიყვარულში მხოლოდ ჭიქა ღვინით თვრება

მერე რა რომ შექსპირივით სუსლელთ ფერხულს ვემონებით
და უფერულ გემოვნებას ვერ ვპასუხობთ გემოვნებით
მერე რა რომ სიყვარული დღეს მდიდრების სიმბოლოა
და ზოგისთვის დასაწყისიც თავიდანვე სულ ბოლოა

მერე რა რომ მეგობრისგან მოცარტს ერგო საწამლავი
და კაცის გულს სიტყვით დაჭრილს ვერ უპოვნეს სხვა წამალი
მერე რა რომ ანტონიუს კლეოპატრას სიკვდილი კლავს
და დიდოსტატს გასამრეჯლოდ უბრუნებენ მოკვეთილ მკლავს

მერე რა რომ პაიკისთვის ცხოვრების გზა შვეულია
და დედოფლად ქცეულს ხშირად მეფის მოკვლაც შეუძლია
მერე რა რომ ფიგერასში დალი ტკივილს ფერებს ახვევს
და პუშკინი სადუელოდ გულზე იხვევს რწმენის სახვევს

მერე რა რომ დრო უდროოდ წლებს წამებად გადააქცევს
და ბედისგან გალახული, პაპირუსზე მელნად მაქცევს
მერე რა რომ სიხარული ჩემთვის უცხო სახელია
და საკანში სიმარტოვე ერთადერთი მნახველია

მერე რა რომ ძილით დაღლილს ძილზე უფრო მეძინება
ტკივილს სევდით ვასულდგმულებ, ამიტომაც მეცინება
და თუ ჩვენი სოფლად ყოფნა უსასრულო მერე რააა
ბედს თქვნც აღარ გაუბრაზდეთ, ის ხომ ყრუ და თანაც ბრმაა

ა.ჯანჯღავა


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1755 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, mecamete tvis poetebi, mere ra rom, poetebi, amiran janjghava, amiran janjgava, ამირან ჯანჯღავა, მერე რა რომ, amo janjgava, me13 tvis poetebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
2 InterestingSite  
0 Spam
qalaq rustavshic tardeba da tbilisshic poeziis saghamoebi sxvadasxva skolebsa da saswavleblebshi, tu dagainteresat shegidzliat gaecnot mat shemoqmedebas da gaigot shemdegi sagamo sad eqnebat - Mecamete Tvis Poetebi am facebook fb gverdis meshveobit ! ! ! smile

1 ekaeka  
0 Spam
hands thumb magaria....gonisdziebebs ar gegmavt?an sad??

სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0