Загрузка...
დავით კვიტატიანი - მაინც ვუყვარვარ, მე ასეთი... - 17 მაისში 2013 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:54 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » მაისი » 17 » დავით კვიტატიანი - მაინც ვუყვარვარ, მე ასეთი...


2:16 PM
დავით კვიტატიანი - მაინც ვუყვარვარ, მე ასეთი...
ჩემს ოთახს ვტოვებ, იქ მარტოობა ცინიკოსობს.
სხვა კარს შევაღებ...
დავინახავ დედას გადაღლილს.
ჩასძინებია...
მთელი დღეა დიასახლისობს.
დედა სათნოა...
სასთუმალზე სძინავს თმაგაშლილს.
ცრემლები მაღრჩობს,სათქმელი მაქვს იცი რამდენი,
დედი მიყვარხარ, მოენატრე შვილს უსაშველოდ.
შენ სპეტაკი ხარ,
როგორც თოვლის ნაზი ფანტელი.
მინდა გაკოცო,
მაგრამ წამით მაინც ვორჭოფობ.
ჩემი ამბორით ძილს გაგიკრთობ,
გამოგაფხიზლებ.
ისედაც ბევრჯერ არ გაცადე მძინარს სიმშვიდე.
რამდენჯერ ღამით მოვსულვარ და ჩემს ფეხის ხმაზე
გაგღვიძებია...
სადა ხარო შვილო, განმკიცხე.
აღარ მესმოდა შენი დარდი,
დედავ ძვირფასო.
შვილის არ ყოფნა, რომ გტკიოდა, არად ვაგდებდი.
ვმედიდურობდი...
გავიძახდი, რომ დიდი ვარო,
ოჰ, როგორ მახსოვს,
ვუხეშობდი, ურჩი თავხედი.
ახლა სიბნელეს ვეპაექრე, მამა დავლანდე.
ნასიცხარია, ორი დღეა ვირუსი ებრძვის.
მამის ნაოჭებს დავაკვირდი, თუმცა მანამდე,
ცრემლი შემიწყდა,
აილაგმა დინების გზები.
მამა კაცია...
დედასავით ნაზი არ არის.
მთელი ბავშვობა მინერგავდა პატრიოტობას,
ქვეყნის სიყვარულს, დაფასებას ჩვენი ქალაქის.
და თავდადებას მასწავლიდა, მამის ონავარს.
მე ხევისბერის სიტყვები მაქვს ახლაც მეგზურად.
სტუმრად წასვლისას მომაყოლებს მამა ხმადაბლა.
„არ დაგავიწყდეს ვისი გორის ხარ“,
დაფარულად,
პირჯვარს გადამწერს...
იქვე დედაც, მიმზერს ამაყად.
მშობლებს ვუყურებ, ნაჯაფარი იერი დაკრავთ.
მხოლოდ იერი,
წლებსაც იტევს თანაცხოვრების.
როგორ მაცოფებს, შიგადაშიგ სულსაც რომ ვკარგავ.
ავუყვირდები ჩემს მშობლებს და ვემონები...
გახრწნილ დემონებს...
საცოდავი თიხა ვბობოქრობ.
სულ მავიწყდება, რას მოიცავს მცნება მეხუთე.
ვერ ვიდღეგრძელებ, არ მიშველის ფული ან ოქრო.
ო, როგორ მტკივა,
დარდიანი, ჰაერს ვიხუტებ.
ისევ ოთახში მოვბრუნდი და ვისურვე ნეკნი.
ამის სანაცვლოდ ცინიკური სიცარიელე.
წამოწოლილა ჩემს საწოლზე,
სადაც ის ერთი...
მინდა ვიხილო, მივენდობი, ალიგიერი.
შემყვარებია...
უსაშველოდ შემყვარებია.
თუმცა სიყვარულს შევუბღალე სრულყოფილება.
ამპარტავნება წარმართების ურჩი ხვედრია.
და წარმართობამ დაიმონა ყოველი ნება.
ვდგავარ ოთახში...
უღირსობით გაუმაძღარი.
ვხვდები...
კუპრია მომავალში,
ხატებს ავხედე...
წარმართობიდან სანაგვემდე არ არის ზღვარი.
ბოლო არ უჩანს, ჩემს გახრწნას და სითავხედეს.
ცრემლი მომწყურდა,
გამქრობია,
ფსკერი გამოჩნდა...
ბაბილონური პაპანაქება აშრობს სინანულს.
მაინც ვუმზერი დაჟინებით ხატებს,
მტკივა და...
შეწევნა ვთხოვე ვაზის ჯვარით მომავალ ასულს.
მინდა დაინგრეს არმაზიც და გაც და გაიმიც.
მინდა შევწყვიტო კერპებისთვის შეწირვა მსხვერპლის.
ვიცი უფალო გიყვარვარ და ხანი გაივლის,
ვიცი დაჩოქილს მანუგეშებ,
გწამდეო, მეტყვი.
ცრემლი მომწყურდა უსაშველოდ, უპე ამევსო.
რწმენა მოჰქუხს და სიხარულით ვტირი ამაღამ.
შეგყვარებივარ მე უღირსი, ტკბილო იესო.
კვლავაც მპატიობ...
წარმართობა არის ამაო.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1561 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: love poezia, love leqsebi, SIYVARULI, sasiyvarulo leqsebi, დავით კვიტატიანი, leqsebi, davit kvitatiani, მაინც ვუყვარვარ მე ასეთი, sasikvarulo leqsebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0