Загрузка...
დავით კვიტატიანი - ნუ მეგობარო... / davit kvitatiani - nu megobaro... - 6 დეკემბერში 2013 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:15 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » დეკემბერი » 6 » დავით კვიტატიანი - ნუ მეგობარო... / davit kvitatiani - nu megobaro...


5:21 PM
დავით კვიტატიანი - ნუ მეგობარო... / davit kvitatiani - nu megobaro...
ნუ მეგობარო, ნუ იფიქრებ, თითქოს ხურდები
მოგაწოდე და არაფერი აღარ მაწუხებს.
იცი, მე დიდხანს, უსაშველოდ დიდხანს ვუნდები,
რომ შეველიო, ამ ცხოვრების ოხერ მარწუხებს.
ნუ მეგობარო, ნუ იფიქრებ, მხოლოდ ლექსია,
თითქოს მილხინს და თავისთავად შემომეწერა.
მოდი, ასე ვთქვათ, ეს ცხოვრება დასალეწია,
კაცი ყავარჯნით ელოდები, შემოგწირავენ.
ნუ მეგობარო, ნუ იფიქრებ, თითქოს მილხინდეს,
თითქოს ბოჰემას მიცემული ვიყო პოეტი.
მეც ხომ, (როგორ ვთქვა) საკუთარი ცოდვა მახრჩობს და
დორიანივით მიბერდება ჩემი პორტრეტი.
ნუ მეგობარო, ნუ იფიქრებ, ვიყო წმინდანი,
მხოლოდ იმიტომ, უქონელ კაცს თუ კი შევწირე,
საიქიოში, შენ იქნები ღმერთის წინაშე,
მერე, (რა იცი) ორი სიტყვაც შემომაწიო.





გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1760 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ნუ მეგობარო, davit kvitiani, ლექსები, პოეზია, პოეტი, nu megobaro, დათო კვიტატიანი, leqsebi, დავით კვიტატიანი, dato kvitatiani | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0