მთავარი » 2014 » თებერვალი » 5 » ბენჯი ჩხაიძე რავანელი - *** / benji chkhaidze ravaneli - ***
11:56 AM ბენჯი ჩხაიძე რავანელი - *** / benji chkhaidze ravaneli - ***
|
თივაში ვმალავ ნაკვერჩხალს, მგელი ფარასთან მიმყავს, ვერ მივცემ გულის ნახევარს, თუ - მთელი გულით მიყვარს.
წერილს ვწერ - უმისამართოს, ლხინს ვეღარ ვეგუები, წერას ვთხოვ მანამ გამართოს, სანამ დავიღუპები.
მძულს თეთრი დაზამთრება, ზეცისკენ კიბეს ვაწყობ, სანამ დრო დამთავრდება, იანვარს ორთქლით ვათბობ.
მარტი უჩემოდ მოვა, ააგიზგიზებს თივას, არ მინდა მიწად გლოვა, თუ - მიწა ცოცხლად მტკივა.
ირგვლივ ვერავინ მხედავს, მზეს გადაეწვა სხივი მტრედი გაფრენას ბედავს ხოდა - უღმერთოდ ვივლი.
არაფერს აღარ განვიცდი, გულანთებული "ვწვები" მთავარი არის ხარისხი, და - არა, "დიდი" წლები.
თივაში ვმალავ ნაკვერჩხალს, მგელი ფარასთან მიმყავს, ვერ მივცემ გულის ნახევარს, თუ - მთელი გულით მიყვარს!
Benji
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1356 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, shenze meti var shenit, ლექსები, პოეზია, benji chkhaidze, benji chxaidze, შენზე მეტი ვარ შენით, ბენჯი ჩხაიძე, ბენჯი რავანელი, benji ravaneli
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|