Загрузка...
თათია ბეიტრიშვილი - დაიმსახურე / tatia beitrishvili - daimsaxure - 6 აპრილში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:20 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აპრილი » 6 » თათია ბეიტრიშვილი - დაიმსახურე / tatia beitrishvili - daimsaxure


5:29 PM
თათია ბეიტრიშვილი - დაიმსახურე / tatia beitrishvili - daimsaxure
აღარ მადარდებს განშორების უიმედო დღეები,
ასე მგონია სიკვდილსაც კი ღიმილით შევხვდები.
ჯერ არ ვიცი მე დღეისთვის რას მიმზადებს განგება,
მომავალში ჩემი სურვილი ვიცი რომ ახდება.

თუ მომინდა შენთან ვიქნები, თუ მომინდა არა,
შეგაწუხებს ჩემზე ფიქრები, დარდი წარამარა.
იმ დღეისთვის კარგად იქნები, თუ გაჩუქებ ღიმილს,
თუ არა და წუხილისაგან კვლავ ინატრებ სიკვდილს.

არ მომბეზრდება ჩემს დაკრულზე შენი თამაში,
ვფიქრობ, ცუდი არაფერი არის ამაში.
რომ მომბეზრდები ჩვარივით დაბლა მიგაგდებ,
თავის დასაცავად თუ საჭიროა ხმალსაც ვიმარჯვებ.

ყველაფრის შემდეგ შენ რას იზავ მე ჯერ არ ვიცი.
მაგრამ მჯერავს რომ უიმედოდ ისევ დამიცდი,
წლები გავა და შენ იმედი გაგიცრუვდება,
სამაგიეროდ მე სურვილი ამისრულდება.

გაიხსენებ როგორ დამტანჯე, როგორ მიმაგდე,
ჩემი უსაზღვრო სიყვარული იღბალს მიანდე.
და ამის შემდეგ კიდევ დამძრახავ?.. კიდევ გამკიცხავ?..
დამიჯერე, რომ კვდებოდე წყალს არ დაგისხავ.

შენ ჩემგან ასე მტრული მოპყრობა დაიმსახურე
და ამის გამო მომავალი გაინადგურე.
შენ ჩემზე ფიქრებს მაგ გულიდან ვეღარ ამოშლი,
და ამ პრობლემას ასე ადვილად ვეღარ აღმოფხვრი.

თათია ბეიტრიშვილი


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1702 | დაამატა: tatia | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0