14 აპრილში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 3:26 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აპრილი » 14



ამირან ჯანჯღავა - შენ და აპრილი / amiran janjghava - shen da aprili


მტკივნეულია მონატრების ყველა სენი და
შენით საზრდოობს, ყველა ბგერა, სულის და პირის
მინდა დავიწყო, მე ცხოვრების ათვლა შენიდან
დილა პირველი, მოდი იყოს დილა აპრილის

მოდი დღეებსაც, სახელები ჩვენვე დავარქვათ
ჩვენ მოვიგონოთ, მიჯნურობის სულ სხვა ეპოქა
ერთად და ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1422 / თარიღი: 2014-04-14 / 9:19 PM / ორშაბათი

ამირან ჯანჯღავა - ასე არსებობ... / amiran janjghava - ase arsebob...


ასე არსებობ ჩემთვის, როგორც მარხვის აკრძალვა
და როცა მთებში, ცოდვისფერი ნისლი ფარავს სკებს
მინდა, ბაგეზე დაღვენთილმა, ვნების ნაკრძალმა
მეც შემიფაროს თუნდაც იყოს, ეს დღე პარასკევს

ასე არსებობ ჩემთვის,როგორც მზე და ორბიტა
ვბრუნავ და მაინც ვერ მოვაღწევ, ვიცი შენ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1238 / თარიღი: 2014-04-14 / 9:11 PM / ორშაბათი

ამირან ჯანჯღავა - ძმაო !!! / amiran janjghava - dzmao!!!


ძმაო, იცოდე ჩემში გული ძგერს
ბევრჯერ ნაკორტნი, ბევრი ბაღვაშის
არ შეუდრკება მაინც გულივერს
თავს არ დაიხრჩობს, რუხთან შავ ზღვაში

ძმაო, ამ გულს სურს, ჩვენი ჟივილი
ისევ ესმოდეთ ვერას,ხილიანს
ჩვენც გამოვზარდოთ, ერთი ჟიული
და ნუღარ მოვკლავთ, მეტჯერ ილ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1692 / თარიღი: 2014-04-14 / 9:06 PM / ორშაბათი

გურამ ლაცაბიძე - საქართველოში / guram lacabidze - saqartveloshi


საქართველოში რა დალევს მწერალს?!
საქართველოში პოეტს რა დალევს?!
ზოგი მადარებს ბუმბერაზ მწვერვალს,
ზოგი პატარა გორაკს მადარებს
ლექსი - ქარბუქის სულთან უღლება,
რას ესარჩლები წამო და ჟამო?!
თუ კი პოეტი ჩაიმუხლება,
მხოლოდ სატრფოს და სამშობლოს გამო!
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1567 / თარიღი: 2014-04-14 / 8:08 PM / ორშაბათი

გურამ ლაცაბიძე - წუხანდელი ლექსი / guram lacabidze - tsukhandeli leqsi


შებინდებისას, თითქოს ვერ ისმენ ზოგად ხმაურს და სადღაც შორიდან, მოჰკივის ქარი ნაცნობ მელიზმებს. მთვარე ზეცაზე იწყებს ორგიას და ასარჩევი მრჩება ორიდან: ღამე ხსნაა თუ ხეთა მორგია?! კვეთენ ჰორიზონტს ჩემი თვალები, მზერა ფანჯრიდან სივრცეს შეახმა და რადგან სევდა ვერ ჩამოვთალე, წუხელ, ვახვიე ლექსის გორგა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1612 / თარიღი: 2014-04-14 / 8:07 PM / ორშაბათი

გურამ ლაცაბიძე - მიყავდა ცოლად / guram lacabidze - mikavda colad


ეხატა ზეცას რძისფერი რკალი,
რეკდნენ ზარები, კიოდა მოლა
და მაჰმადიანს ქართველი ქალი,
ცოლად მიყავდა,
მიყავდა ცოლად...
დააწვა მწუხრი შამქორს და დიდგორს.
უცოდველს ხელში შერჩა ტალახი.
და იმ დღეს ერთად დადუმდნენ თითქოს,
ჩვენი ღმერთი და მათი ალლაჰი. < ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1350 / თარიღი: 2014-04-14 / 8:01 PM / ორშაბათი

გურამ ლაცაბიძე - ნაცნობი სივრცე / guram lacabidze - nacnobi sivrce


საათი კედლის... ერთმანეთში ჩაწყობილ თითებს ადარებ ბადეს და შიგ ამწყვდევ ფიქრს ქვეყნად ყოფნის. (პატარა ტბაში თუ ოდესმე დაიჭერ დიდ თევზს, გაუშვი უკან, გასაჭირი თავისიც ჰყოფნის.) ნაცნობი სივრცე, სად ცოდვები გააკრეს ძელზე. ცოდვილს თავის ხსნა დამისახეს ცხოვრების არსად. ღმერთო, არ არის ადვილი და ძნელია ძ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1275 / თარიღი: 2014-04-14 / 7:55 PM / ორშაბათი

გურამ ლაცაბიძე - საკუთარ თავს (დაბადების დღისთვის) / guram lacabidze - sakutar tavs (dabadebis dghistvis)


ქარი პოეზიას მოჰკიოდეს, ვისთვის პლიუსი ან მინუსია. ყოფა გაწყვეტილი თოკია და დრო კი, დროებითი ილუზია, სადაც დედამიწამ მითვისტომა, რადგან ზეცა უფრო ტიხარია. სადაც სამშობლო მაქვს თითისტოლა, მაინც ჩემია და მიხარია. სადაც წვიმა თითქოს მირონია, უკრავს უნაზესი აკორდებით. სასაცილოა და ირონია, ლექსს აქ იშვია ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1406 / თარიღი: 2014-04-14 / 7:52 PM / ორშაბათი

ბაჩო ზაქაიძე - წერილი მამას / bacho zaqaidze - tserili mamas


შუაღამისას, მახსოვს დედა ყვებოდა ამბებს, თბილ ქვეყნებიდან როგორ მოჰყათ წეროებს ბავშვი, ვფიქრობ და ფიქრი “დედის ძველი მძივივით მაბნევს,” სად მიდის წერო უკვალოდ, რომ დამტოვა ქარში. რამდენჯერ სხვებში შეგამჩნიე ნეტავ ვინ დათვლის?! იცი ?! სარკმელთან მოლოდინი ხშირად მქონია, შენი წვერივით თერდებოდა დღეები ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 3000 / თარიღი: 2014-04-14 / 7:38 PM / ორშაბათი

ნიკოლოზ ძამიაშვილი (ქართველი) - ბედისწერა!.. / nikoloz dzamiashvili (qartveli) - bedistscera!..


თუ არსებობს ბედისწერა,
ერთხელ მაინც დამენახოს.
იმედებიც ეწირება,
გულის ნადებს და ერთ ნატვრას.

თუ არსებობს ბედისწერა,
ერთხელ გზები გამინათოს.
წინ და უკან ბედის რწევა,
ნატვრად ოდეს გამიმართლოს.

თუ არსებობს ბედისწერა,
მეორე მეს ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1340 / თარიღი: 2014-04-14 / 7:28 PM / ორშაბათი

ნიკოლოზ ძამიაშვილი (ქართველი) - პირველი გაღიმება/ nikoloz dzamiashvili (qartveli) - pirveli gaghimeba


როცა იგრძნე მარტოობა,
მაშინ ღმერთი გვერდზე გყავდა.
როცა ისევ მარტოდ ყოფნა,
სევდანარევ სანთელს ჰგავდა.

მაშინ შენ ვინც გაგიღიმა,
უფალმა ის მოგივლინა.
ვერ შენიშნე გაირინდა,
შენ სხვა შანსიც მოგიფრინდა.

თითქოს გული ეკითხება,
სასწა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1369 / თარიღი: 2014-04-14 / 7:22 PM / ორშაბათი

ნიკოლოზ ძამიაშვილი (ქართველი) - უაზრო აზრი, ფიქრი, გრძნობა / nikoloz dzamiashvili (qartveli) - uazro azri, fiqri, grdznoba


აკორდები ფიქრებივით ირევიან
მამონტები სიზმრებივით იქმნებიან
ოცნებები სიტყვებივით გპირდებიან
მაგონდები, კითხვებიც კი მიჰყვებიან

დროის სვლას და ფიფქებივით იქ დნებიან
რესტორანი, კაფე-ბარი, პიცერია
ეს გრძნობებიც ერთად ყოფნით იქმნებიან
სიმარტოვე რაღა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1339 / თარიღი: 2014-04-14 / 6:50 PM / ორშაბათი

ნიკოლოზ ძამიაშვილი (ქართველი) - მე ღმერთს ვუყვარვარ / nikoloz dzamiashvili (qartveli) - me gmerts vuyvarvar


მე ღმერთს ვუყვარვარ - ( ერთი გოგონას დაწერილი სტატუსის მიხედვით )

მე ღმერთს ვუყვარვარ
მე მისით ვსუნთქავ
თოვლის გუნდა ვარ
რომელსაც სურდა

ისევ სიცოცხლე
შიში გადნობის
ხელი გიბოძე
გული გათბობის

გრძნობებს არ ავყვეთ
ვნ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1308 / თარიღი: 2014-04-14 / 6:47 PM / ორშაბათი

ნიკოლოზ ძამიაშვილი (ქართველი) - უსათაურო ლექსი ნანას / nikoloz dzamiashvili (qartveli) - usatauro leqsi nanas


მე ტკბილ ნამცხვარს მივაყოლებ - სიგარეტს ყავა-ჩაის ნაცვლად
იქნებ სისხლი გამიმუქდეს - და ერთხელაც მე ამომასხას

დეპრესია გაძლიერდეს - ღამეებსაც კი ვათენებდე
არაფერიც არ მითქვია - რატომ უნდა შენ მაშტერებდე

ცუდი არ მიკადრებია - სიტყვებს გრძნობითვე ვალაგებდი
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1770 / თარიღი: 2014-04-14 / 6:40 PM / ორშაბათი

ნიკოლოზ ძამიაშვილი (ქართველი) - ყოველი ღამე მთავრდება დილით ... / nikoloz dzamiashvili (qartveli) - koveli ghame mtavrdeba dilit ...


* * *
ყოველი ღამე მთავრდება დილით
მოელი რამეს და წყდება ფირი
იმედი გულსაც უგზავნის ბიძგებს
დღედაღამ სუნთქვაც ოცნებებს მიდდევს
ჩასუნთქვა - ღამე მთვარის გარეშე
მზის გარეშე დილაც სხეულს აშეშებს
ფოთლებგაცვენილ ხეთა რიგები
ვარსკვლავ გარეშე ცებსაც მი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1356 / თარიღი: 2014-04-14 / 6:36 PM / ორშაბათი



შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0