Загрузка...
გურამ ლაცაბიძე - ნაცნობი სივრცე / guram lacabidze - nacnobi sivrce - 14 აპრილში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:58 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აპრილი » 14 » გურამ ლაცაბიძე - ნაცნობი სივრცე / guram lacabidze - nacnobi sivrce


7:55 PM
გურამ ლაცაბიძე - ნაცნობი სივრცე / guram lacabidze - nacnobi sivrce
საათი კედლის... ერთმანეთში ჩაწყობილ თითებს ადარებ ბადეს და შიგ ამწყვდევ ფიქრს ქვეყნად ყოფნის. (პატარა ტბაში თუ ოდესმე დაიჭერ დიდ თევზს, გაუშვი უკან, გასაჭირი თავისიც ჰყოფნის.) ნაცნობი სივრცე, სად ცოდვები გააკრეს ძელზე. ცოდვილს თავის ხსნა დამისახეს ცხოვრების არსად. ღმერთო, არ არის ადვილი და ძნელია ძნელზე გქონდეს კარი და გასაქცევი არ გქონდეს არსად. დროსა და მანძილს შეცდომების გამო არ თელავ კრავივით წირავ საკუთარი გრძნობების ნახე- ვარს და უფალმა თიხასავით გამოამთელა შენი სხეული და სამყარო სხვაგვარი ნახე. არა აქვს აზრი თუნდ ნაბიჯი სამყაროს გასცდეს ყველაფერს დათმობ ქვეყანაზე დღეს გარდა სულის არბევს საღამო მეათასედ გრძნობებს და განცდებს და ყოველივე გაგონდება აწ გარდასული. პ.ს საათი კედლის... ნაცნობი სივრცე... დროსა და მანძილს არა აქვს აზრი. მზად ვარ რომ სული სახსნელად მივცე ვდგავარ ეზოში პატარა ტაძრის. გურამ ლაცაბიძე - მეცამეტე თვის პოეტები / guram latsabidze - mecamete tvis poetebi


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1276 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: guram lacabidzis poezia, guram lacabidze, გურამ ლაცაბიძის ლექსები, გურამ ლაცაბიძე, g. lacabidze, guram lacabidzis leqsebi, გურამ ლაცაბიძის პოეზია, გ. ლაცაბიძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0