Загрузка...
გურამ ლაცაბიძე - მიყავდა ცოლად / guram lacabidze - mikavda colad - 14 აპრილში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:52 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აპრილი » 14 » გურამ ლაცაბიძე - მიყავდა ცოლად / guram lacabidze - mikavda colad


8:01 PM
გურამ ლაცაბიძე - მიყავდა ცოლად / guram lacabidze - mikavda colad
ეხატა ზეცას რძისფერი რკალი,
რეკდნენ ზარები, კიოდა მოლა
და მაჰმადიანს ქართველი ქალი,
ცოლად მიყავდა,
მიყავდა ცოლად...
დააწვა მწუხრი შამქორს და დიდგორს.
უცოდველს ხელში შერჩა ტალახი.
და იმ დღეს ერთად დადუმდნენ თითქოს,
ჩვენი ღმერთი და მათი ალლაჰი.
შექონდა ამინდს თავისი წვლილი:
წვეთავდა წვიმა როგორც გუაში.
შეჩერდა რაღაც მომენტში წყვილი,
მეჩეთისა და ტაძრის შუაში.
განგება, ზოგჯერ უაზროდ მკაცრი,
გაძლევს საბაბს და მიზეზებს სამტროს.
საქართველოში, ქართველი კაცი,
ხელებშეკრული გლოვობდა სატრფოს.
ჩვენკენ მზე იყო ცივი და მიმქრალ-
-სხივებს შთანთქავდნენ ხარბად ხეები.
ელოდებოდა შორეთში იმ ქალს,
ოქროს ქვიშა და სასახლეები.
წავიდა... პირველ ჭიკჭიკზე მერცხლის,
მაგრამ უსულო, თითქმის ფიტული
და ოცდაათი დატოვა ვერცხლი,
ქართულ მიწაზე მიმოფანტული.
ეხატა ზეცას რძისფერი რკალი,
რეკდნენ ზარები, კიოდა მოლა
და მაჰმადიანს ქართველი ქალი,
ცოლად მიყავდა,
მიყავდა ცოლად...

გურამ ლაცაბიძე - მეცამეტე თვის პოეტები / guram latsabidze - mecamete tvis poetebi


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1351 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: guram lacabidzis poezia, guram lacabidze, გურამ ლაცაბიძის ლექსები, გურამ ლაცაბიძე, g. lacabidze, guram lacabidzis leqsebi, გურამ ლაცაბიძის პოეზია, გ. ლაცაბიძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0