Загрузка...
ნიკოლოზ ძამიაშვილი (ქართველი) - მე დღეს მტკივა საქართველო! - თვენ?... / nikoloz dzamiashvili (qartveli) - me dges mtkiva saqartvelo - tqven? - 29 აპრილში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 7:12 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აპრილი » 29 » ნიკოლოზ ძამიაშვილი (ქართველი) - მე დღეს მტკივა საქართველო! - თვენ?... / nikoloz dzamiashvili (qartveli) - me dges mtkiva saqartvelo - tqven?


12:21 PM
ნიკოლოზ ძამიაშვილი (ქართველი) - მე დღეს მტკივა საქართველო! - თვენ?... / nikoloz dzamiashvili (qartveli) - me dges mtkiva saqartvelo - tqven?
მე ახლა მტკივა სამშობლო მაგრამ,
ხვალე უფრო ძლიერ მეტკინება.
რა გზით მივდივართ, მითხარით აბა
გეკითხებით და არც მეცინება

თუკი ევროპა ვნებებთან თამაშს
და თავაშვებულ სექსს დაგვპირდება
ჩვენი ადათი წესები ახლაც
ისევე ფეხით გადითელება

ზოგიც ტაძარში მოდისთვის დადის
ზოგმაც ყველაზე ძლიერი მტერი
ქართველისთვის რომ ქართველი არის
არა იცის და მისგან რას ელი

პოლიტიკა კი ბინძურ თამაშს ჰგავს
სადაც ყველა მის სკამისთვის იბრძვის
არავინ ფიქრობს დღეს ღატაკ ხალხზე
და დასქელება სურთ სქელი ჯიბის

რატომ აგინებთ საკუთარ მშობელს
მალე ესაც ალბათ მოძველდება
რატომ ვიღაცას ვიღაცის შურდეს
და თან ძმობაც ფულზე იყიდება

სად ძველებური გაგება გაქრა
ახლა ასში ერთი დაგიდგება
გასაჭირში თუ მას არ უგრძვნია
არ ანაღვლებს - არც სურს დაფიქრება

შეიძლება ცოტა აბდაუბდათ
ვწერ და თქვენც მოსმენა მოგბეზრდებათ
საქართველო ჩემი აბლაბუდა
გულში მაინც სევდად მომედება

მეც როგორც ყველა პატრიოტს მალე
მსურს ჩემს მიწას ვნახო ემიგრანტი
პირობა ჰქონდეს მოვა თუნდ ხვალე
ის ვისაც გულად აქვს ერთი დარდი

მათ ჩვენზე ძლიერ სამშობლო სტკივათ
ჩვენ აქ ვართ - არ ვცემთ ჩვენს მიწას პატივს
თან კი ვიფერებთ სხვადასხვა ნიღაბს
მაგრამ დრო არ იცდის, თავისით გარბის

იყვნენ გმირები, ვინ დაგვრჩა ახლა
მხოლოდ ბუნება, ტყე, მთა და მდელო
უწიგნურობას ვუჩივით მაგრამ
უწიგნურია დღეს საქართველო

ოცდამეერთე თაობა მოდის
მაგრამ ვის ახსოვს ვაჟა, ილია
ვნებები ცოდვას შეეკედლა და
თან სიყვარული უცხო ხილია

ქართველს ქართული ავიწყდება და
მე შევცვლი ერს! - აზრი გონად სალი
თავს მომაწვა რომ გაგახსენოთ
დრო თამარისა და გორგასალის

მთავრობა ალბათ მოსყიდულია
და ტენდერები ჯიბისთვის არის
მშიერი ხალხის არჩეულია
დაპირებული ხმებით რომ ყვავის

ადრე ქართველი ბრძოლაში მღერით
მიდიოდა და სამშობლოს გულით
ატარებდა და თუ გამარჯვებით
ბრუნდებოდა და თან მოხარული

მაშინ მთლიანი ვიყავით ერი
ახლა დაგვშალეს გატრიალებით
მე ისევ თამარს და დავითს ველი
რწმენა, ძალა და გავმთლიანდებით!..

ნიკოლოზ ძამიაშვილი (ქართველი) - 12 / 03 / 2014


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1413 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ნიკოლოზ ქართველი, Nikoloz Dzamiashvili, nikoloz kartveli, nikoloz rustaveli, ნიკოლოზ რუსთაველი, ლექსები, პოეზია, ნიკოლოზ ძამიაშვილი, nikoloz qartveli | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0