Загрузка...
ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - დრო გავა!.. / nikoloz qartveli (dzamiashvili) - dro gava!.. - 15 ივლისში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:26 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ივლისი » 15 » ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - დრო გავა!.. / nikoloz qartveli (dzamiashvili) - dro gava!..


4:51 PM
ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - დრო გავა!.. / nikoloz qartveli (dzamiashvili) - dro gava!..
დრო გავა გვიჩვენებს დაშვებულ შეცდომას,
დრო გავა, ინანებ, ვერ წაშლი განვლილ გზას,
დრო გავა, სინდისი მოითხოვს შენდობას,
დრო გავა, მიხვდები ცხოვრებამ გაგვრიყა...

დრო გავა ალბათ ჩვენ ოჯახი გვექნება,
მიხვდები ჩვენ ერთად რომ უნდა გვეცხოვრა,
დრო გავა ისევე მოხუცნი გვერქმევა,
დრო გვეტყვის რომ ერთმანეთისთვის გვეცოცხლა.

გავა დრო - ოდესმე ისევ ჩვენ შევხვდებით
სალამზე სალამს მე გავიგებ - ალბათ კი,
ლოყაზე გაკოცებ ისევე შემთხვევით,
და ისევ გექნება შენ ჩემთან კამათი.

სხვას კოცნი ტუჩებზე, ფერება სხვა ხელზე,
არ ვიცნობთ ერთმანეთს, შენ ასე გგონია,
დრო გავა ბავშვების ღიმილი სახეზე,
მე მომიკლავს კაეშანს - მელანქოლიას...

დრო გავა სარკეში შევხედავ მოხუც კაცს,
წვერებით, დარდით, სევდით, გულში იარით,
დრო გავა - მოხუცმა არაყი მოყლურწა,
დრო გავა შემდეგ კი მოკვდება იგავიც;

სადაც ჩვენ დღესაც ვინაწილებთ მთავარ როლს,
მაგრამ არ გინდა რომ იგავში გამოჩნდე,
რადგან მას მე დავწერ - იმედმა მატაროს,
იმ გზაზე რომელსაც ალბათ შენც გაივლი...

ფილმებიც ცოცხლობენ როცა მას უყურებს
ხალხი - კადრების მოძრაობით თვალის წინ
იხვევა ფირები, მაგრამ ეს ცხოვრება,
არ გვაძლევს შანსს დროის უკან დაბრუნების…

იმედსაც ოდესღაც მიწა და ფოთლები
დაფარავს ისევე, უშენოდ მე როგორც
ვიცოცხლებ უწყლოდ და - შემდეგ კი მოვკდები,
დარჩება სიზმარი - მინდა რომ გეგონოს;

ის რომ დღეს ყველას აქვს თავისი სიმართლე
ყველას აქვს არჩევნის, შეცდომის უფლება,
ძნელია გაუძლო დროის უკუსვლას,
ვისაც კი ძალა არ ეყოფა - ცდუნდება.

ცხოვრებით ჩამწვარი სანთელი სინათლეს
გამოსცემს ლოცვის დროს სასწაულს გვპირდება
უშენოდ ვისწავლი უფრო მეტ სიმდაბლეს
მოხუცი კარს აღებს საათს უკვირდება

შენც, ვიცი, გაიზრდები მაგრამ ყოველთვის,
მე ალბათ ახალგაზრდა მემახსოვრები,
მელოდიებსაც ისევ სასმელს გავატან,
ჩავიძირებით მტკვარში მე და ნოტები...

დრო გავა, გვიჩვენებს დაშვებულ შეცდომებს,
დრო გავა, ინანებ, ვერ წაშლი განვლილ გზას,
დრო გავა, სინდისი მოითხოვს შენდობებს,
დრო გავა, ტალღები ნაპირზე გაგვრიყავს...

ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - 01.07.2014


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1942 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ნიკოლოზ ქართველი, nikoloz dzamiashvili kartveli, nikoloz kartveli, nikoloz qartveli, leqsebi, nikoloz dzamiashvili qartveli, nikoloz dzamiashvili rustaveli | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0