Загрузка...
იმედა აბუსელიძე - ვინ ვარ მე?/ imeda abuselidze - vin var me? - 1 მარტში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:21 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » მარტი » 1 » იმედა აბუსელიძე - ვინ ვარ მე?/ imeda abuselidze - vin var me?


0:32 AM
იმედა აბუსელიძე - ვინ ვარ მე?/ imeda abuselidze - vin var me?


- I ნაწილი -
მე დავამთავრე უკვდავებად გარდაქმნა მალე
მე დავასრულე ჩემი თავის კრიტიკაც ასე,
ის ორჭოფობა გავიქარწყლე, დამდევდა თანვე
უბედურების გადამკიდეს, არ მიღირს რამე...
უკან დამყვება საშინელი უგულო ქარი,
მას ვეძიები, რომ გავიგო, იგი სად არი!
ჩემი ბედისთვის შესატყვისი, თუნდაც ავდარი,
არ ვიცი რატომ ლმობიერად გამიღო კარი.
ახლადაც მახსოვს შურიანი, სახე მუქარით,
ჩემი ცრემლები ასე არასდროს არვის უხარის
და შევევედრე დაჩოქილმა მუხლზე, მუდარით,
გამაგებინე, „ ვინა ვარ მე “, გულქვა, უძრავი?
ვერ გავიგე ვინა ვარ მე? საიდან მოვედი?
სად მივდივარ გზააბნეული, რასა მოველი?
ვინ გამიკვალა მგლოვიარეს წინა ყოველი?
მე მარტოობით განწირული, აქ რას მოველი?
მაშინაც როცა თვალის გუბე ცრემლით აივსო,
აცრემლებულს და გულ-გატეხილს ვკითხე, რა იყო?
მან კი ჩურჩულით მიპასუხა, გული გაიყო,
სულით ობოლმა ვერ გაიგო, ეს თუ რა იყო.
მაშინვე მივხდი, რომ ამ ქვეყნად სულ სხვა ვიყავი,
შორით მოსულმა უთვისტომომ ის დავიპყარი,
ვითომ ვიყავი უსუსური, გულით მდიდარი,
მაგრამ ესეც კი ხანმოკლეა, როგორც სიზმარი!
როგორც მერანი ბობოქარი, შეუპყრობელი,
ბარათაშვილი გრძნეულების წარმომშობელი
მას ვეძიებდი, რომ გამეგო რასა მოველი,
ის ვაღიარე ჩემი ბედის დიდი მპოვნელი.
მე გავიზარდე, მაშინ როცა ბედი მცინოდა,
გულის სიღრმეში ბავშვობა ძლიერ მინდოდა,
არ ვიცი რატომ, ეს ლაღობაც ჩქარა მიჰქროდა,
ცრემლების ნაცვლად სულიერად მწარედ მციოდა...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1008 | დაამატა: imeda1993 | ტეგები: ლექსი, ლექსები, პოეზია, იმედა აბუსელიძე, იმე–იმე, imeda abuselidzis leqsebi, იმედა აბუსელიძის ლექსები, imeda abuselidze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0