18 მარტში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 12:23 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » მარტი » 18



საიათნოვა - შუაღამის ვარსკვლავივით ცაში ხარ / sayat nova - shuaghamis varskvlavis cashi khar


შუაღამის ვარსკვლავივით ცაში ხარ,
ლალის ვარდო, ყანაში ხარ, მკაში ხარ,
გაზაფხულის იასავით მთაში ხარ,
სანთური ხარ, ქამანჩი ხარ, ტაში ხარ,
ზღვის პირველი ჯეირანი, რაში ხარ!
განა შენ არა გყოლია მოძღვარი?
რაზედ მოჰკალ ჩემისთანა საპყარი,
წამლისათვის მითხრეს შ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 3300 / თარიღი: 2015-03-18 / 10:49 AM / ოთხშაბათი

საიათნოვა - ბაღი ბულბულით ავსილა / sayat nova - baghi bulbulivit avsila


ბაღი ბულბულით ავსილა, ვარდსა რაზი არ აკლია,
აწ დაშვენდა ია-ვარდი, ზედ ლამაზი არ აკლია,
უცხოდ ხარობს ასამინი, ძილს სარაზი არ აკლია,
წმინდა სანთლები შამდანში, ზირანდაზი არ აკლია,
მეიდანი გამართული, ქანდირბაზი არ აკლია!
არ გეწყინოს, ჩემო კარგო, სიტყვაშიაც იგავი მაქვს, ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1114 / თარიღი: 2015-03-18 / 10:47 AM / ოთხშაბათი

საიათნოვა - გიხდება ზარი / sayat nova - gikhdeba zari


გიხდება ზარი, ოქროს ღილი, თანა შენია,
ერან-თურანი, ადრიბეჟან განაშენია.
მოდი, ნუ მომკლამ, ხელთ გიჭირავს დანა შენია,
ბულბული სტირის, დაგიცია მანა, შენია,
მიჯნურსა სძინავს, შესმენია ნანა შენია...
გაშლილა ბაღი, გამობძანდი მოახლებითა!
ბულბული ჰგალობს, მოგახსენებ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1282 / თარიღი: 2015-03-18 / 10:46 AM / ოთხშაბათი

საიათნოვა - დამეხსენი / sayat nova - damekhseni


დამეხსენი, ავკაცობა არ მინდა,
ქვეყანაზე გაფენობა არ მინდა,
ავი სიტყვის შენთან მბობა არ მინდა,
ერთგული ვარ, ორგულობა არ მინდა,
მე გლეხი ვარ, თავადობა არ მინდა!
მოდი, სისხლსა ნუ დამიღვრი თასითა,
ნასყიდი ვარ შენის ძვირის ფასითა!
გეახლები ერანელთა წესითა! ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1230 / თარიღი: 2015-03-18 / 10:45 AM / ოთხშაბათი

საიათნოვა - დამიჯერე / sayat nova - damijere


დამიჯერე, ვამბობ, რომ უჯერავლეს, -
სრულებით უბრალო რკინას იტყვიან!
ხის თეფში რა გინდა ზარნიშით მოაწყონ,
მაინც დასაწვავსა პინას იტყვიან!
სიტყვა უნდა ერთნაირი ზოლზედა...
ეშმაკია, ვინც აჰყვება ბოლზედა!..
ან ფერზედ იცნობენ, ან ფოთოლზედა, -
განა ყველა ბალა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1340 / თარიღი: 2015-03-18 / 10:44 AM / ოთხშაბათი

საიათნოვა - ზღვას ვით გააშრობს ვარსკვლავის სხივი / sayat nova - zghvas vin gaashrobs varskvlavis skhivi


ზღვას ვით გააშრობს ვარსკვლავის სხივი!
მტკვარი ცხრილით როგორ უნდა აირწყოს?
ქარი რას დააკლებს ქვითკირის კლდესა,
თუ გინდ წლის-წლობამდის ქროლვა დაიწყოს!
თუ გინდ გაათეთრო სპილენძის თასი,
სპილენძი ერთია, ვერცხლი - ათასი!
ჭიქას არ ედება ალმასის ფასი,
თუ გინდ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1602 / თარიღი: 2015-03-18 / 10:43 AM / ოთხშაბათი

საიათნოვა - მოდი საყვარელო / sayat nova - modi sakvarelo


მოდი, საყვარელო, ბაღში შავიდეთ, -
ბაღი კარგი, ვარდი კარგი, ხე კარგი!
სიკვდილამდინ გარეთ აღარ გავიდეთ, -
სახე კარგი... მთვარე კარგი... მზე კარგი!

დავლიოთ ღვინო, - არაყი ჩვენია,
მეჯლის-საზანდარი, საზი ჩვენია!
გავაგდოთ მებაღე, ბაღი ჩვენია! -
ლხინი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1447 / თარიღი: 2015-03-18 / 10:40 AM / ოთხშაბათი

საიათნოვა - მტკვარო ამღვრეულო, არაზიანო / sayat nova - mtkvaro amghvreulo, araziano


მტკვარო ამღვრეულო, არაზიანო!
მე შენ ვერ გაგიძლებ, მიზეზიანო!
დიბისა ლობდანო ბაზაზიანო,
სირმა-აბრეშუმო ყაზაზიანო,
თვალები, წარბები, ლამაზიანო,
მე რა მაბადია, რა მაზიანო?!
ზოგი კაცი ღვინის სმას ეხვეწება,
ზოგი მეჯლისის ზმას ეხვეწება!
ჩემი ენა გამო ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1466 / თარიღი: 2015-03-18 / 10:39 AM / ოთხშაბათი

საიათნოვა - რა ზარბაბი / sayat nova - ra zarbabi


რა ზარბაბი, რა ატლასი, რა ზარი ვარ, იცი განა?
იას და ვარდს ვენატრები, რა ქარი ვარ, იცი განა?
ნიადაგ საზი ხელში მაქვს, ნოქარი ვარ, იცი განა?
შენს დედ-მამას შეუტყვია, თითონ კი არ იცი განა?
მაშ არ შეგიტყვია განა? მაშ არ შეგიტყვია განა?

ახლა მოდი, მოგახსენო, ქვეყ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1353 / თარიღი: 2015-03-18 / 10:38 AM / ოთხშაბათი

საიათნოვა - სამართალი მიყავ / saiatnova - samartali mikav


სამართალი მიყავ, ხელმწიფე ხარო,
მთელი საქართველოს გულისა ხარო!
ზოგი მეუბნება: შენ მაჩა ხარო...
ზოგიც უმატებს: მყრალი ჭა ხარო!
შეგიძლიან გამიწყრე თუ მახარო!
არ მყავს მეუღლე, არცა მძახალი,
მე გლეხი ვარ მიწაზე დასახალი!
მეჯლისს ზმა მოუნდა ახალახალი... ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1283 / თარიღი: 2015-03-18 / 10:35 AM / ოთხშაბათი

საიათნოვა - სამოთხიდან გამოსული ვარდი ხარ / saiatnova - samotkhidan gamosuli vardi khar


სამოთხიდან გამოსული ვარდი ხარ!
მუდამ თან გიდევნო სუფრის მაზათა,
ტანადობით ალვა განაზარდი ხარ,
ალვის ხეო, რამ გაგხადა ვაზათა!
ნეტავი რა უყო, რა მოვიგონო,
მე შენი ზიანი არ გავიგონო,
როდის მობრძანდები, ჩემო ბატონო,
ფეხქვეშ გაგეშალო ფიანდაზათა.
როდ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1134 / თარიღი: 2015-03-18 / 10:34 AM / ოთხშაბათი

საიათნოვა - საყვარლის ბაღშია / saiatnova - sakvarlis bagshia


საყვარლის ბაღშია ჭკვა დამეკარგა,
გავბრუნდი, არ იყო კარ-გაღებული.
გადავხედე, დავბნდი, ვერა გავიგე...
ვნახე ალვის ხენი ხელახლებული.

უთხარ: "შენვე მომკალ შენა, კარგია!
ავს ნუ ათქმევინებ, ენა კარგია,
ღმერთმა გაგახაროს, ლხენა კარგია,
მე შენს ჭირს სან ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1151 / თარიღი: 2015-03-18 / 10:34 AM / ოთხშაბათი

საიათნოვა - სოფელსა და სოფელს შუა / saiatnova - sofelsa da sofels shua


სოფელსა და სოფელს შუა მთას ამბობენ, მართალია.
შენს ბაღჩაში ვარდი ჰყვავის, მას ამბობენ, მართალია.
ბულბულები თქვენის ბაღის გზას ამბობენ, მართალია.
ჩინი-მაჩინის ხელმწიფის დას ამბობენ, მართალია.
ბევრი ქვეყანა მინახავს, ზღვას ამბობენ, მართალია.
შეგცოდე, ხელი გაწვდინე - ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1129 / თარიღი: 2015-03-18 / 10:33 AM / ოთხშაბათი

საიათნოვა - შე საწყალო, ჩემო თავო, რა იქენ? / saiatnova - she satskalo, chemo tavo, ra iqen?


შე საწყალო, ჩემო თავო, რა იქენ?
ქვეყანაში სასაცილო შეიქენ;
საითაც გაიქეც, იქით წაიქეც,
ბოლოს დროსა ბედოვლათიც შეიქენ.
რომელს დავაბრალო, რისაგან არი?
ეს საქმენი ჩემის ჭკვისაგან არი!
თითქმის ვიყავ ქვეყანაში ქებული,
ჭიქასავით ოქროს ყუთში დებული;
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1165 / თარიღი: 2015-03-18 / 10:32 AM / ოთხშაბათი

საიათნოვა - შუაღამის ვარსკვლავივით / saiatnova - shuaghamis varskvlavi


შუაღამის ვარსკვლავივით ცაში ხარ,
ლალის ვარდო, ყანაში ხარ, მკაში ხარ!
გაზაფხულის იასავით მთაში ხარ,
სანთური ხარ, ქამანჩა ხარ, ტაში ხარ,
ზღვის პირველი ჯეირანი, რაში ხარ!
განა შენა არ გყოლია მოძღვარი?
რაზედ მოჰკალ ჩემისთანა საპყარი,
წამლისათვის მითხრეს შ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1229 / თარიღი: 2015-03-18 / 10:31 AM / ოთხშაბათი

საიათნოვა - ხარ ტურფა / saiatnova - khar turfa


ხარ ტურფა საკრავი, საზებიანო!
მიჯნურისა მკვლელო, ხაზებიანო,
ალვის ხევ გასულო, ვაზებიანო,
დაუშრელი ზღვა ხარ, მაზებიანო,
ოქროს თვალში ზიხარ, რაზებიანო!
ნადირში ნაქებო რაშო, ჯეირანო!
ვარსკვლავსავით ბრწყინავ ლალო, მარჯანო,
უსანთლოდ ანათებ, ბროლის შამდანო, ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1716 / თარიღი: 2015-03-18 / 10:28 AM / ოთხშაბათი

სტეფანე მხარგრძელი - მე უფრო ადრე გარდავიცვალე / stefane mkhargrdzeli - me ufro adre gardavicvale


მე უფრო ადრე გარდავიცვალე,
ახლა მივყავარ, სიკვდილს ჰგონია,
ჩემი სიცოცხლე ჰგავდა სიზმარეთს,
ჰგავდა კოშმარეთს და აგონიას.
მკლავდა დროება უნდო, მზაკვარი,
მტკნარი სიცრუით გამრუდებული,
მე უფრო ადრე ჩამცეს ლახვარი
და დამანატრეს მამულ-დედული.
ჩემი ცხო ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1327 / თარიღი: 2015-03-18 / 10:25 AM / ოთხშაბათი

სტეფანე მხარგრძელი - ხევარდულა / stefane mkhargrdzeli - khevardula


ხევარდულა ვაზის ერთ-ერთი თეთრი
ჯიშია, შავშეთ-კლარჯეთში ხარობდა
მე შავშეთში და კლარჯეთში
ვაზი დამრჩა ხევარდულა,
ხე იყო და ვარდი იყო,
როგორ ძლიერ მენატრულა!
ნეტავ ვინ ჰყავს მესატკივრე _
ცის გამხსნელი, მათოხარი,
ეგებ უწყლოდ დაიგვალა
ნათქერი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1326 / თარიღი: 2015-03-18 / 10:24 AM / ოთხშაბათი

მათე მარადელი - არჩვების არვე / mate maradeli - archvebis arve


არჩვების არვე, არჩვების არვე,
შეხედე, ნახე და გაიქარვე
დარდი _ ქალაქის ნამდვილი ყოფა...
აქ მთაში სივრცე ყველას გვეყოფა.
სნებები წარვლენ, ვნებები წარვლენ,
წამო, მივუსწროთ მწყემსების კარვებს.
არ გინახია? შენზე ახია...
მწყემსის სიმღერა, გული კარღია
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1416 / თარიღი: 2015-03-18 / 10:22 AM / ოთხშაბათი

მათე მარადელი - ეს სიმძაფრეა შენი შეგრძნების / mate maradeli - es simdzafrea sheni shegrdznebis


ნაკვთებზე გრძნობა ისე აწყვია,
ისე ატყვია თვალებს დახვეწა,
რომ ამ სიტურფეს ვნების ზღვა ჰქვია
და ბერად მინდა შენში აღკვეცა.
მინდა გაგანდო, როგორ ვილოცებ
და გითხრა ის, რომ სულში ქარია
და თუ ავტირდე, ნუ გაიოცებ,
ეს ჩემი გრძნობის ნიაღვარია,
ეს სიმძა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1514 / თარიღი: 2015-03-18 / 10:21 AM / ოთხშაბათი

თამარ ბურნაძე - სიბერეს გამოვეპარე / tamar burnadze - siberes gamovepare


სევდის მონა ვარ, სნეული,
არ მელხინება მე ბარემ,
სიყმაწვილის კვალს დავეძებ,
სიბერეს გამოვეპარე.
ხან დედას ყელზე ვეხვევი,
ერთად ვართ ღამის თენებით,
ხან თეთრი კაბა მაცვია,
პეპელას ავედევნები.
ნიავს მივყვები ფეხდაფეხ,
ხის კენწეროზე ვექცევი, ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1216 / თარიღი: 2015-03-18 / 10:19 AM / ოთხშაბათი

თამარ ბურნაძე - უფალს ჰგავდი / tamar burnadze - ufals hgavdi


მიაგნებ კი? შეუცვლია ნირი,
მზეგადაღმა ჩამოუდის ღელე,
რომ იყავი ჩემი ზღაპრის გმირი,
ის გიამბობს, მთიდან მოუყელე.
ახლაც მახსოვს (თითქოს იყო გუშინ),
ისარივით განატყორცნი მზერა...
მერე?.. ხატად ჩაგისახლე გულში,
რა ვუთხრა მე ჩემი ბედის მწერალს!...
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1125 / თარიღი: 2015-03-18 / 10:19 AM / ოთხშაბათი

ზურაბ ლოგუა - პაემანს გინიშნავ სიზმარში / zurab logua - paemans ginishnav sizmarshi


პაემანს გინიშნავ სიზმარში, ქალწულო,
რომ ნისლის ბაღში გაჩუქო ვარდები.
ოცნების ხალიჩებს არ მიქსოვს საწუთრო,
მიტომაც ძილის თაროზე ვლაგდები.
მსოფლიო ქალაქის უსაზღვრო მხარეში
მანძილს ვეღარ ვგრძნობ,
ტუჩები ახლოა,
მომაკვდავ გრძნობებთან არ მიწევს თარეში
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1349 / თარიღი: 2015-03-18 / 10:18 AM / ოთხშაბათი

ზურაბ ლოგუა - სიშორის ხატზე / zurab logua - sishoris khatze


სიშორის ხატზე არ ლოცულობს
თქვენი სხეული,
ანგელოზებთან შესახვედრად
მიჰყვებით ნიავს,
თან ისე მიგაქვთ ჩემი სითბო,
ბედს არ ვემდური,
წადით, იცხოვრეთ იმ სივრცეში,
სადაც გიცდიან.
ღამის ქუჩებში კვლავ ავანთებ
ოცნების ფარნებს,
რახან გიგრძენ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1152 / თარიღი: 2015-03-18 / 10:17 AM / ოთხშაბათი

სულხან აბდალაძე - რუსპირას მქონდეს წისქვილი / sulkhan abdaladze - ruspiras mqondes tscisqvili


სხვებმა რა არ თქვეს _ შენაო?
წარბი გავხსენი, ვინატრე:
_ რუსპირას მქონდეს წისქვილი,
შიგ მენთოს ჭრაქის სინათლე,
მესმოდეს ხმაგაუმწყდარი კაკანი სარეკელასი,
სოფლის ბარაქა მალხენდეს
და სიყვარული ყველასი.
საფქვავი არ დამლეოდეს
და არცა წყალი ღარებით, < ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1142 / თარიღი: 2015-03-18 / 10:15 AM / ოთხშაბათი

სულხან აბდალაძე - ჯვარი / sulkhan abdaladze - jvari


სიყვარულს რა გააცივებს,
უფრო მაღალი ვხდები.
მივდივარ, ჯვარით მაცილებ,
მოვდივარ, ჯვარით მხვდები.
კვლავ სიხარულად მანთებს,
ეგ გათენება დილის.
ჯვარი ამშვენებს ამ მთებს,
ჯვარი სწერია თბილისს!

კომენტარები: 1 / ნანახია: 1221 / თარიღი: 2015-03-18 / 10:14 AM / ოთხშაბათი



შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0