Загрузка...
იმედა აბუსელიძე - ვინ ვარ მე?/ imeda abuselidze - vin var me? - 1 მარტში 2015 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-15, 12:41 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » მარტი » 1 » იმედა აბუსელიძე - ვინ ვარ მე?/ imeda abuselidze - vin var me?


0:33 AM
იმედა აბუსელიძე - ვინ ვარ მე?/ imeda abuselidze - vin var me?


- II ნაწილი -
დღესაც არ ვიცი ვინა ვარ მე? რისთვის დავდივარ?
ან რად დავეძებ ეკლიან გზას? რატომ დავხტივარ?
იქნებ სულაც არაფრად ღირდა დასაბამიდან,
და შეცდომაა ჩემი მოსვლა აქაც თავიდან…
ისევ ფიქრებში დავეხეტები მის საძიებლად,
მაქვს ორი რამე ცხოვრებისაგან მოსაძიებლად,
მხოლოდ ახლა ვარ ჩემი რწმენის განსამტკიცებლად,
რომ არ გამოდგეს ეს საქციელი სანანიებლად.
პირველი ყოვლად საოცარი და სანატრელი
მართლაც დიდება უმიზეზოდ შესაქებელი,
იყო პოეტი, გონიერი და წერო ლექსი!
არცა ადვილად იყურება ეს ძნელი ტექსტი!?
მე მართლა მიყვარს ლექსის წერა გასაოცარად,
არა იმისთვის რომ გავერთო ჩემს უმეცარად,
არამედ მართლაც შემიყვარდა დიდი კამარა,
რომლითაც დავრჩი უსუსური, ბედის ამარა...
მეორე მართლაც ნიჭიერი დიდი მხედარი,
ამაღლებული ცის ანგელოზი, შეუსადარი,
მან მე მიბოძა უდიდესი ნივთ-საჩუქარი
და დამანახა, შეგიძლია, ნიჭი აქ არი!
აქ არის მართლაც უკვდავების დიდი უნარი,
რომელიც მუდამ ჩემში სახლობდა, ასე მდიდარი,
მე მას ვეტრფივარ, როგორც მხეცი გასაოცარი
და რომ დავიპყრო სიამაყის დიდი ცისკარი.
საუბედუროდ წყალში ვდგავარ და ვიძირები,
აღარ გამომდის ორივე ერთად, ვერ ვეჭიდები,
ძნელია, მართლაც, აღადგინო ძველი კედლები
ისე, რომ აღარ ჩამოინგრეს ძირს გალავნები.
ურთულესია ბედს შეურიგდე, არ აღიარო,
და რომ არასდროს შენი წოდება არ აიმაღლო!
იფიქრო სხვაზეც, რომ მასაც ასე არ აზიანო
არასდროს არ თქვა არ შემიძლია, არ გაიარო...
„ იმე-იმე “
20.08-27.10.2012


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1561 | დაამატა: imeda1993 | ტეგები: ლექსი, ლექსები, პოეზია, იმედა აბუსელიძე, იმე–იმე, imeda abuselidzis leqsebi, imeda abuselidze, იმედა აბუსელიძის ლექსები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0