Загрузка...
იმედა აბუსელიძე - "რისკი"/ imeda abuselidze - "riski" - 1 მარტში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:17 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » მარტი » 1 » იმედა აბუსელიძე - "რისკი"/ imeda abuselidze - "riski"


0:36 AM
იმედა აბუსელიძე - "რისკი"/ imeda abuselidze - "riski"


ნუთუ ცხოვრება ისე გართულდა
ერთი პატარა ჭიქით დასრულდა,
მეორეც ისევ, ჩამისხით მინდა
იმ ერთ პატარამ არც მომეკიდა.
მეორეც თითქოს პირველის მსგავსი
უგემური და წარსულის ხავსი,
ჩამისხით კვლავაც მესამეც მსურსა
რა ეშველება რისკის მსახურსა?
ეს სამი ჭიქა ისე დავლიე
თითქოს ცხოვრება ლხინში გავლიე.
ერთი სამიც ხომ არაფერს მიზამს
არ მოვიკითხავ დღევანდელ მიზანს.
მინდა, დამისხით კიდევ დავლიო
იქნებ წამებში, სულიც გავლიო,
ნუთუ არ გესმით, კიდევ დამისხით!
არა ვარ მთვრალი, ვინღა გამიხდით?
წადით დამტოვეთ, უკვალოდ ვნატრობ
იქნებ ვებრძოლო ტკივილებს მარტო!
ხედავ? თვალებზე ტკივილის ცრემლი
აღარ მასვენებს, ვერაფერს ვშველი
გაივლის დრო და ჩუმი წარსული
ფიქრებთან ერთად შორით წასული,
მაგრამ ვინ იტყვის სიმთვრალის რისკმა
გადმოანთხია ტკივილის რისხვა!?
26/11/2013


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1065 | დაამატა: imeda1993 | ტეგები: ლექსი, ლექსები, პოეზია, იმედა აბუსელიძე, იმე–იმე, imeda abuselidzis leqsebi, imeda abuselidze, იმედა აბუსელიძის ლექსები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0