11 მარტს, 7 საათზე, სამების ახალგაზრდულ ცენტრში,
პოეტები – ერთი ლექსითა და ერთი წიგნით,
ვერთიანდებით სიცოცხლის გადასარჩენად.
დასწრება თავისუფალია.
მხარდაჭერა და თანადგომა – სასურველი.
უფალმა შეგვაძლებინოს.
... ... ...
ძვირფასებო, ამ ღონისძიების შექმნა ერთმა ამბავმა გადამაწყვეტინა. ჩემს კლასელს, თეა ძამუკაშვილს, რომელთან ერთად, კავთისხევში, თვალადის სკოლაში, დაწყებით საფეხურზე, სამი წელი ვისწავლე, მკერდის მოკვეთა დასჭირდა სიმსივნის გამო. ახლა ქიმათერაპიას უტარებენ. გავიგე, რომ ოჯახს უკიდურესად გაუჭირდა. თეა ქირით ცხოვრობს მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად.
რამდენიმე დღის წინ თამუნა მოდრეკილაძე –მ მაჩვენა თეას გაკეთებული თმისსაბნევები. უნდა, თავისი შრომით ოჯახს გვერდში დაუდგესო. გული მომიკვდა...
დანარჩენი თქვენ გააანალიზეთ.
მადლობა გიორგი ფარეშიშვილი– ს, რომელმაც საშუალება მოგვცა, 11 მარტს, საღამოს 7 საათზე, შევიკრიბოთ სამების ახალგაზრდულ ცენტრში და მცირედით შევეწიოთ თეას.
ასევე გაეცანით ღონისძიების გვერდს (ღონისძიების შემდეგ, რომელიც შეიძლება გაუქმდეს) –
https://www.facebook.com/events/1405721826398204 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .