Загрузка...
ლიპო ლიპარტელიანი - მე პოეტი ვარ / lipo liparteliani - me poeti var - 4 მარტში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:11 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » მარტი » 4 » ლიპო ლიპარტელიანი - მე პოეტი ვარ / lipo liparteliani - me poeti var


11:21 AM
ლიპო ლიპარტელიანი - მე პოეტი ვარ / lipo liparteliani - me poeti var
მე პოეტი ვარ,ჩემი ბედის ნუ შეგშურდება,
მე ყოველ ღამე მივუყვები ეკლიან ბილიკს,
ჩემი ტკივილი თაროებზე ისე ხუნდება,
რომ მომკითხავიც არავინ ჰყავს,და როცა ვტირი,
მე ვტირი ჩუმად,უცრემლოა ჩემი ბღავილიც,
არავის უნდა,რომ ჩემს სევდას რამე გაუგოს,
ვიცი დრო მოვა, შემწირავენ ალბათ კრავივით,
მე კი მანამდე,შეშლილივით ცასთან ვსაუბრობ...
მე, პოეტი ვარ,საკუთარი თავის მესია,
მე,არწივი ვარ და სამყარო არის გალია,
ამ პლანეტაზე,მხოლოდ ლაფს და ტალახს მესვრიან,
რადგან არ ვცდილობ,რომ ცოდვები მოვინანიო.
მე შეშლილი ვარ,ღამი არის ჩემი ნირვანა,
ჩემი ლოცვა კი სევდაა და პოეზიაა,
გუმბათად ჩემს სახლს დაუხურავს თეთრი მყინვარი,
და სხვის მოძღვრებებს,მომკალით და ვერ ვიზიაებ,

მე პოეტი ვარ,ლექსებია ჩემი ბიბლია,
და მეგობარი,ერთადერთი-არის ტკივილი,
უპოეზიოდ-ბეწვის ხიდზეც არ გამივლია,
ადამიანი გამოვზარდე ჩემში-შვილივით...

მე პოეტი ვარ – უკვდავი და უსასრულობა...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1392 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ლექსი, lipo liparteliani, avto liparteliani, ლექსები, პოეზია, ლიპოს ლექსები, ავთო ლიპარტელიანი, lipos leqsebi, leqsebi poezia, ლიპო ლიპარტელიანი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0