Загрузка...
ლიპო ლიპარტელიანი - მიღოღავს ცაზე მთვარის აჩრდილი / lipo liparteliani - moghoghavs caze mtvaris achrdili - 4 მარტში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:27 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » მარტი » 4 » ლიპო ლიპარტელიანი - მიღოღავს ცაზე მთვარის აჩრდილი / lipo liparteliani - moghoghavs caze mtvaris achrdili


11:33 AM
ლიპო ლიპარტელიანი - მიღოღავს ცაზე მთვარის აჩრდილი / lipo liparteliani - moghoghavs caze mtvaris achrdili
მიღოღავს ცაზე მთვარის აჩრდილი,
ცა სევდიაობს,მანიც დარია,
ლექსები-ტკივილს ვეღარ არჩენენ,
მთებზე იებიც აღარ ჰყვავიან,

მთა მომენატრა-მთების ნაშიერს,
ქალაქმა,ბოღმით დამაავადა,
"თავისუფლება მხოლოდ მთაშია"
აქ კი საკუთარ ლეშთან ვკამათობ,

მინდა სხეული შემოვიფლითო,
ლაჟვარდებს ფრთებით შევეთამაშო,
ქალაქი ისე გამოიფიტა,
გარდაუვალი გახდა შამათი,

აქ,ამ ქალაქში,დროც კი დაბერდა,
მტკვარმა წაიღო ყველა იმედი,
საკუთარ თავში დავიკარგე და
ლექსებს საწერად ვეღარ ვიმეტებ,

მიღოღავ ცაზე მთვარის აჩრდილი,
ცა სევდიანობს,მაგრამ დარია,
მე მხოლოდ მთები გადამარჩენენ,
აქ კი,სიცოცხლეც არ მიხარია...

ლექსის წყარო – Urakparaki.Com


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1323 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ლექსი, lipo liparteliani, avto liparteliani, ლექსები, პოეზია, ლიპოს ლექსები, ავთო ლიპარტელიანი, lipos leqsebi, leqsebi poezia, ლიპო ლიპარტელიანი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0