Загрузка...
ლიპო ლიპარტელიანი - რა ლამაზია აისობისას მთები / lipo liparteliani - ra lamazia aisobisas mtebi - 4 მარტში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:42 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » მარტი » 4 » ლიპო ლიპარტელიანი - რა ლამაზია აისობისას მთები / lipo liparteliani - ra lamazia aisobisas mtebi


11:34 AM
ლიპო ლიპარტელიანი - რა ლამაზია აისობისას მთები / lipo liparteliani - ra lamazia aisobisas mtebi
რა ლამაზია აისობისას მთები,
რა ბრწყინვალეა ღამენათევი დილა,
თუ სიკვდილია,მე პოეტივით ვკვდები,
თუ ტკივილია,მე პოეტურად მტკივა,

როგორ უხდება ნისლი,სევდისფერ გორებს,
როგორ უხდება პოეტს ფარული დარდი,
ქალაქს აშინებს მოსალოდნელი თოვლი,
მე კი არაფერს ვგლოვობ ლექსების გარდა,

ვგლოვობ იმ ლექსებს რომ ვერ დავწერე დღემდე,
მიწა, პოეტებს თოვლის ფიფქივით ითხოვს,
მიჭირს ცხოვრებას თვალდახუჭული ვენდო,
რადგან მაწუხებს ერთი-მთავარი კითხვა-

რა იქნებოდა უპოეზიოდ ეს ცა?!
ვინ იქნებოდა უპოეზიოდ ღმერთი?!
როდესაც ლექსად გულის ნაფლეთებს ვძერწავ,
როცა ცრემლები-წვიმას რითმებად ერთვის,

მე მაშინ მჯერა,რომ უკვდავებას ვქარგავ,
საკუთარ თავსაც ხშირად დუელში ვიწვევ,
სხვა ყველაფერი,არის ზედმეტი ბარგი,
მხოლოდ ლექსები,და ჩემი მთების მიწა,,,

რა ლამაზია აისობისას მთები,
რა ბრწყინვალეა ღამენათევი დილა,
თუ სიკვდილია,მე პოეტივით ვკვდები,
თუ ტკივილია,მე პოეტურად მტკივა.

ლექსის წყარო – Urakparaki.Com


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1184 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ლექსი, lipo liparteliani, avto liparteliani, ლექსები, პოეზია, ლიპოს ლექსები, ავთო ლიპარტელიანი, lipos leqsebi, leqsebi poezia, ლიპო ლიპარტელიანი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0