Загрузка...
ლიპო ლიპარტელიანი - მე ქართველი ვარ / lipo liparteliani - me qartveli var - 4 მარტში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:25 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » მარტი » 4 » ლიპო ლიპარტელიანი - მე ქართველი ვარ / lipo liparteliani - me qartveli var


11:35 AM
ლიპო ლიპარტელიანი - მე ქართველი ვარ / lipo liparteliani - me qartveli var
მე,ქართველი ვარ,ქართველი და ამის მრცხვენია,
ისევე როგორც შემრცხვებოდა კამბოჯელობა,
ესპანელობა,ჩინელობა და ასე შემდეგ,
არაფრისმთქმელი არის ჩემი ყველა მცდელობა,
მივაგნო ადგილს სამყაროში სადაც შვილები,
ისევე უყვართ დედებს როგორც–ქრისტე– მარიამს,
ისევე სტკივათ,როგორც ამას გამოხატავენ,
და სიყვარული არ ჰგონიათ ანომალია...
მე შეშლილი ვარ,საკუთარი თავის ჯალათი,
არარაობა,რომლისთვისაც მთელი პლანეტა,
არის სანაგვე,და როდესაც მთვარე ანათებს
მინდა ამ ქალაქს გავეპარო ღია კარიდან,
მე, ქართველი ვარ და მე, ვგავარ ადამიანებს,
მეც მეშინია,მეც გავრბივარ,მეც ვშურიანობ,
ვერ შევიცვლები,რადგან არის უკვე გვიანი,
გამოსწორება,გაღმერთება,ახლა მზიანი
დღის მოლოდინში გაღვიძებაც გადავავადე,
და თბილ საბანში გახვეული,ბოღმით ვიხრჩობი,
და არ ვიჯერებ რომ თქვენსავით, მართლა ავად ვარ,
რომ სული ისე დამიწყლულდა აღარ მირჩება,
მე ავად ვარ და ამის უკვე აღარ მრცხვენია,
მე ქართველი ვარ!
ან უბრალოდ–ადამიანი!

... ... ...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1588 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ლექსი, lipo liparteliani, avto liparteliani, ლექსები, პოეზია, ლიპოს ლექსები, ავთო ლიპარტელიანი, lipos leqsebi, leqsebi poezia, ლიპო ლიპარტელიანი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0