Загрузка...
ლიპო ლიპარტელიანი - ტყუი / lipo liparteliani - tkui - 4 მარტში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:22 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » მარტი » 4 » ლიპო ლიპარტელიანი - ტყუი / lipo liparteliani - tkui


11:36 AM
ლიპო ლიპარტელიანი - ტყუი / lipo liparteliani - tkui
სიკვდილმისჯილებს ჰგვანან ქარში ძველი ნავები,
ზღვა ღელავს ერთობ უმიზეზოდ ,უმისამართოდ.
ალბატროსები ამ ქარს ფრთებით ახურდავებენ,
სასაცილოა,პოეტი რომ თავთან კამათობს,
მაგრამ როდესაც ვეღარ ითმენს სულის ფორიაქს,
როცა ღრუბელსაც ენანება პირველი თოვლი,
როცა სამყარო,ყალბია და მონაგონია,
როცა ძნელია ბნელ ქუჩებში იმედის პოვნა,
პოეტიც ძველი ნავია და სიკვდილმისჯილი,
და ყოველ ღამე ეშაფოტზე შვებას მოელის,
რადგან ჩვევაში გადაზრდილი მისი შიმშილი,
ნეკნებში ამტვრევს სინდისსა და უმანკოებას.
ღამე ქურდივით გადაევლო სახლის სახურავს,
და ჰორიზონზე მოჩვენებებს ჰგვანან ნაძვები,
ირონიაა,სიკვდილიც ვერ დაიმსახურო,
შენც სოროებში,ვირთხასავით ისე დაძვრები,
რომ საკუთარმა აჩრდილმაც კი გიუკადრისა,
ასე მარტოსულს,მარტოხელას არავინ გიმჩნევს,
სიყვარულიც კი ახლა შენთვის მძიმე ბარგია,
რადგან ნავი ხარ და ფრთებივით დაეძებ ნიჩბებს,
რომ ამ სამყაროს გაეცალო როგორც კეთროვანს,
რომ მარტოობა ერთი ტალღით დაასამარო,
ხვდები,ღამეც კი შიგადაშიგ შენით ერთობა,
არც პოეზია აღარ არის სულის წამალი...
სიკვდილმისჯილებს ჰგვანან ქარში ძველი ნავები,
ზღვა ღელავს ერთობ უმიზეზოდ ,უმისამართოდ.
ალბატროსები ამ ქარს ფრთებით ახურდავებენ,
სასაცილოა,პოეტი რომ თავთან კამათობს.

... ... ...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1275 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ლექსი, lipo liparteliani, avto liparteliani, ლექსები, პოეზია, ლიპოს ლექსები, ავთო ლიპარტელიანი, lipos leqsebi, leqsebi poezia, ლიპო ლიპარტელიანი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0