Загрузка...
ლიპო ლიპარტელიანი - უშენობა / lipo liparteliani - ushenoba - 4 მარტში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:31 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » მარტი » 4 » ლიპო ლიპარტელიანი - უშენობა / lipo liparteliani - ushenoba


11:39 AM
ლიპო ლიპარტელიანი - უშენობა / lipo liparteliani - ushenoba
უაზრო დღეებს მხოლოდ შენზე ფიქრით ვაღამებ,
ვუცქერ ჰორიზონტს და სიშორე მაუცნაურებს,
ნეტავ იცოდე ტკივილებმა როგორ დამღალეს,
როგორ მომწყინდა ეს ქალაქი,ხალხი,ხმაური,
ახლა,ჯერ კიდევ სუსხია და თებერვალია,
როგორც ყოველთვის,მე სულ მარტო დავეხეტები,
მე რომ პლანეტა შევიძულე შენი ბრალია,
და სამშვიდობოდ აფრენილი თეთრი მტრედებიც,
მხოლოდ ღიმილის მომგვრელია რადგან უშენოდ,
სურვილი არ მაქვს რომ ცხოვრებას კიდევ ვეომო,
თავისუფლები-ტყვიას მკერდებს ისევ უშვერენ,
მე მარტოობამ დამიკარგა ძველი მხნეობა...
აქ ყველაფერი უშენო და მოსაწყენია,
შენი თვალებით მზე ვერ თბება და მე ავად ვარ,
ნეტავ ვიცოდე,ამ ქალაქში რა დამრჩენია?!
მიზეზი არ მაქვს გაფრენა რომ გადავავადო!
მიყვარხარ!

... ... ...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1163 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ლექსი, lipo liparteliani, avto liparteliani, ლექსები, პოეზია, ლიპოს ლექსები, ავთო ლიპარტელიანი, lipos leqsebi, leqsebi poezia, ლიპო ლიპარტელიანი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0