Загрузка...
ოთარ (ოთო) ფალიანი - აფხაზეთი / otar (oto) faliani - afkhazeti - 6 მარტში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:47 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » მარტი » 6 » ოთარ (ოთო) ფალიანი - აფხაზეთი / otar (oto) faliani - afkhazeti


12:30 PM
ოთარ (ოთო) ფალიანი - აფხაზეთი / otar (oto) faliani - afkhazeti
გადაივლის ეს ღამეც და მთვარის ბინდიც-
სადღაც წავა მშვიდად მიჩუმათდება,
დაიხსომეთ საქართველო აფხაზებო!
აფხაზეთით იწყება და მთავრდება!

შარათანით, მგზავრულით თუ აზამატით,
მოვდიოდით ოდოიით, ცეკვა ლხენით,
მაგრამ ბოლოს ერთიანად გავჩანაგდით
გატეხილი, გაძარცული, ტაძრებივით.

ძველებურად ვეღარ ვუგებთ კაკანათებს,
ჩიტებს ანუ აფხაზეთის ცის შვილებს
ცოტა ხნის წინ ავტომატი ვაკაკანეთ,
უფრო ადრე მორდუს ქალი ვიშვილეთ.

მოჩქეფს ბზიფი თვალს უსწორებს ეშერი და
ცოტა ზევით ბანს გასძახის ფსოუს წყალს,
წუხელ თურმე სულ შემთხვევით თემურის და
იმ ჩვენს ხვიჩას ერთმანეთი მოუკლავს.

ვაზის ჯვარი ნამტვრევებად მთლად ქცეულა,
ბოდბის კედლებს წამოსტკივდათ მუხლები
წმინდა ნინო საფლავიდან გაქცეულა,
გაპარულან რძისფერ ცაზე ღრუბლები.

გადაივლის ეს ღამეც და მთვარის ბინდიც-
სადღაც წავა მშვიდად მიჩუმათდება,
დაიხსომეთ საქართველო აფხაზებო!
აფხაზეთით იწყება და მთავრდება!

... ... ...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 2174 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ოთო ფალიანი, poezia leqsebi, oto phaliani, პოეზია ლექსები, oto paliani, oto faliani, otar phaliani, otar faliani, otar paliani, ოთარ ფალიანი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0