Загрузка...
თეონა დეკანაძე - ნუ დაპირდები / teona dekanadze - nu dapirdebi - 13 მარტში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:53 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » მარტი » 13 » თეონა დეკანაძე - ნუ დაპირდები / teona dekanadze - nu dapirdebi


8:50 PM
თეონა დეკანაძე - ნუ დაპირდები / teona dekanadze - nu dapirdebi


ნუ დაპირდები
რისთვის პირდებით ოქროს კოშკებს აგებულს მისთვის
ციდან ვარსკვლავის მოწყვეტასაც პირდებით რისთვის,
ტყუილით ყურებს რად უჭედავთ ატყუებთ თავებს
რატომ არ კარგავთ სიმართლეზე სანუკვარ წამებს..
ნუ დაპირდებით რომ აჩუქებთ ყოველდღე ყვავილს
რომ აუსრულებთ მის სანუკვარ ოცნებას წადილს,
რომ ფუფუნებით მას ყოველდღე მიართმევთ ვარდებს
რომ სიხარულით და ღიმილი გაუქრობთ დარდებს.
უთხარით მხოლოდ მიყვარხარო, გჯეროდეს ჩემი
ერთად ვიქნებით სიკვდილამდე მე შენ და ღმერთი
ნატვრას დავხატავ სინამდვილეს გაჩუქებ მხოლოდ
რადგან სიცრუეს და სიყალბეს არ უჩანს ბოლო.
კვლავ მეყვარები წლების შემდეგ ნაოჭით თუნდაც
კვლავ დაგიკოცნი ლამაზ ხელებს,მივიტან გულთან,
სუფთად ვიცხოვრებ სიცოცხლეში აგიხდენ წადილს
შენთან ვიქნები სამარემდე,მოგიტან ყვავილს.
უთხარით მხოლოდ მიყვარხარო,გჯეროდეს ჩემი
ერთად ვიცხოვრებთ სიკვდილამდე, მე შენ და ღმერთი,
რისთვის პირდებით ოქროს კოშკებს აგებულს მისთვის
ციდან ვარსკვლავის მოწყვეტასაც პირდებით რისთვის....

ავტორი: თეონა დეკანაძე


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1222 | დაამატა: dekanadzeteona | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0