Загрузка...
მიტროპოლიტი თადეოზი (მირიან იორამაშვილი) - ჯერ არ გავსულვარ ცხოვრების გზაზე / mitropoliti tadeozi (mirian ioramashvili) - jer ar gavsulvar - 22 მარტში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:14 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » მარტი » 22 » მიტროპოლიტი თადეოზი (მირიან იორამაშვილი) - ჯერ არ გავსულვარ ცხოვრების გზაზე / mitropoliti tadeozi (mirian ioramashvili) - jer ar gavsulvar


7:28 PM
მიტროპოლიტი თადეოზი (მირიან იორამაშვილი) - ჯერ არ გავსულვარ ცხოვრების გზაზე / mitropoliti tadeozi (mirian ioramashvili) - jer ar gavsulvar
ჯერ არ გავსულვარ ცხოვრების გზაზე,
მაგრამ მიზანი სწორი გზით მიხმობს
და დავალ ასე,იმედით სავსე
და მომავალზე ვფიქრობ და ვფიქრობ.
მიდის ცხოვრება სწრაფი დინებით,
ტალღას ტალღაზე გააქვს გუგუნი,
ვერას ვუშველი აქვითინებით,
მეც ფოთოლი ვარ ამ საუკუნის.
და ცხოვრებაზე გულგატეხილი
მინდა ვეგონო ქვეყნად არავის.
მინდა ვიქუხო მგრგვინავ მეხივით
და ან კი რა მაქვს დასაფარავი?!
მაგრამ სიდინჯე სიბრძნის ძმა არის
და თუ რამ გტანჯავს,თუ რამ გაწუხებს
უნდა როგორმე არ შეიმჩნიო,
უნდა გაუძლო ყველა მარწუხებს...
...მიდის ცხოვრება სწრაფი დინებით,
ტალღას ტალღაზე გააქვს გუგუნი
ვერას ვუშველით აქვითინებით,
მეც ფოთოლი ვარ ამ საუკუნის.

(ძველი რვეულიდან)
მიტროპოლიტი თადეოზი.

... ... ... ... ...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1774 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: mirian ioramashvili, მიტროპოლიტი თადეოზი, მირიან იორამაშვილი, mitropoliti tadeozi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0