`მე ვარ ანი და ჰოე – ბრძანებს უფალი (წმიდა იოანეს გამოცხადებიდან)
შენი ტკბილი წყალობა არ მოგვაკლო, უფალო... მართალ რწმენის სიმაღლით სულ გვამყოფე უბრალო... მარადიულ გაზაფხულს ცაში დაუვანია... რწმენა მაცხოვარისა სიცოცხლის ანბანია... შევინანოთ ცოდვები, გვირჩევს როცა ხანია... ის არასდროს ძველდება _ მარად რაც ახალია... ბოროტს რომ მიეზღვება, გულის მოსაფხანია... კეთილის პირს დასცვივა ხან ვარდი და ხან ია... ჯოჯოხეთურ ყოფისგან დაგვიხსენი, მაღალო, სიხარული მოჰფინე დამძიმებულ სამყაროს.
... ... ...
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..