Загрузка...
წარმავალია ყველაფერი გარდა უფლისა - 23 მარტში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:42 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » მარტი » 23 » წარმავალია ყველაფერი გარდა უფლისა


10:18 PM
წარმავალია ყველაფერი გარდა უფლისა


შენ თუ ევა ხარ, მე ვიქნები მაშინ ადამი,
შევქმნათ ჩვენ ჩვენი ედემი და სამოთხის ვაშლი.
აღუწერელად მეყვარები მაშასადამე,
და თან რაოდენ ლამაზი ხარ თმებს როცა გაშლი.

ვილაპარაკოთ, ერთმანეთში არამეულად,
როგორც ოდესღაც ქუხილივით სიტყვა გაისმა.
ირგვლივ სამყარო ბოროტებით გადარეულა,
ჩვენ სიყვარულის ჩვენში ვიგრძნოთ მცირე ქარიზმა.

წარმავალია ყველაფერი გარდა უფლისა,
მარადისობის სადიდებლად კვლავ არ ვლოცულობთ.
ვიცით ერთმანეთს, რომ ნაბიჯებს არ დავუთვლით და
ამიტომ ვცდილობთ, ერთმანეთის გვერდით მოციონს.

დღეს ყველაფერი მეტისმეტად მარტივად გვესმის,
წავალთ და თითქოს შეუცნობლად მოვინათლებით.
ჩვენ ჯვარს დავიწერთ რადგან ვიცით ასეა წესი,
არა იმიტომ, რომ უფალთან ვიყოთ მართლები.

თუ ლიტანიის ნაკვალები დღეს წრეწირია,
თუ არაფერი აღარ გვახსოვს ათი მცნებიდან,
ნუ გიკვირს, ტაძრის კარიბჭე თუ შელეწილია.
მომავალ წელსაც ხეებივით დაიზრდებიან,

იმ სიყვარულის დამცინავნი დღეს რომ გვწამს ასე,
ჩვენ კი გულების, უფლის ნებით შევაღეთ კარი.
წამო წავიდეთ, გავიხიზნოთ მთაში დავსახლდეთ
და უფრო მეტი დრო ვაჩუქოთ, ერთმანეთს წყნარი.

19.12.2014
3:25[/size][/size][/size][/size]


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1133 | დაამატა: z_inasaridze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 z_inasaridze  
0 Spam
ვინ დადო ეს ლექსი?

სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0