Загрузка...
ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - სმცირე მეორე ნაწყვეტი დაუმთავრებელი პოემიდან "სისხლში გვიდუღს საქართველო" / siskhlshi gvidughs saqartvelo - 30 მარტში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:07 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » მარტი » 30 » ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - სმცირე მეორე ნაწყვეტი დაუმთავრებელი პოემიდან "სისხლში გვიდუღს საქართველო" / siskhlshi gvidughs saqartvelo


2:29 PM
ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - სმცირე მეორე ნაწყვეტი დაუმთავრებელი პოემიდან "სისხლში გვიდუღს საქართველო" / siskhlshi gvidughs saqartvelo


მცირე მეორე ნაწყვეტი დაუმთავრებელი პოემიდან "სისხლში გვიდუღს საქართველო"

კიდევ დილა, შორეთში ჩვენ გაგვითენდა
არც მთებია, თან არც ზღვა და’ არც ჩემი ცა,
და სხვა მიწას, ყოფნა ისევ გაგვიგრძელდა,
ეს ცხოვრება მიჩვეულიც არ შევიცან.

მაგრამ იმედს, არ ვკარგავდით, ვიღიმოდით,
ქუჩაში კი, ვმღეროდით და ვთამაშობდით,
არ ვიმჩნევდით, ტკივილებს და მივიდოდით,
ვბრუნდებოდით, მერე თითქოს თან გავშორდით

ოცნებებსაც, ლუკმა პურის საშოვნელად,
მუსიკოსიც ქუჩის გავხდით უგიტაროდ,
როცა კუჭი, საკვებს ითხოვს საშინელად
ძნელია რომ, ხელოვნებით გამოკვებო.

ჩვენი სიტყვა, ხელოვანი, არვის უნდა
თუკი არ გაქვს, სახელი ან დიდი ფული.
ჩვენ კი გამხმარ’ პურსაც, წყალი გვისველებდა,
საგულეში ძგერდა რაღაც გაძარცვული,

იმედები დაბრუნების უსასრულოდ
მიიწევდა სადღაც ალბათ ნულისაკენ,
რადგან ისევ, გარეთ ვეგდეთ. უნამუსოდ
გვექცეოდა, ეს ცხოვრება შურიც ამ დღეს

ვისწავლე მე რა ყოფილა როცა გინდა,
გინდა ძლიერ, მაგრამ ისევ გადადება,
უწევს სურვილს, პასუხ არს გა’მოცანიდან,
იბრძოლე რომ განიცადო დაბადება
ხელმეორედ ...

დაღამდა და სანამ ბინას მივიდოდეთ,
გაგვახსენდა ჩვენი ეზო და ქალაქი,
ყველა ვისაც ვუყვარდით და ახლაც გვიყვარს,
ნოსტალგიამ მოგვიცვა ჩვენ’ და თან კარტი

დავარიგეთ ერთმანში, კიდევ ორი
მამაკაცი თამაშის დროს გავიცანით,
და მათ გვითხრეს, ქართველობა კიდე არი
სიმამაცის, სიყვარულის დასაბამი.

უახლოეს მომავალში, (მაგრამ ღმერთმა იცის როდის) გაგრძელება იქნება!...

( P.S - პირველი ნაწილი ალბათ ცოტათი ჯობდა, ხო?

ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - 02.02.2015


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1114 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ნიკოლოზ ქართველი, Nikoloz Dzamiashvili, nikoloz kartveli, nikoloz rustaveli, ნიკოლოზ რუსთაველი, nikoloz qartveli, ნიკოლოზ ძამიაშვილი ქართველი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0