Загрузка...
ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - ლექსი დედაჩემს 3 მარტის მოსალოცად / nikoloz qartveli (dzamiashvili) - leqsi dedachems 3 martis mosalocad - 30 მარტში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:38 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » მარტი » 30 » ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - ლექსი დედაჩემს 3 მარტის მოსალოცად / nikoloz qartveli (dzamiashvili) - leqsi dedachems 3 martis mosalocad


3:14 PM
ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - ლექსი დედაჩემს 3 მარტის მოსალოცად / nikoloz qartveli (dzamiashvili) - leqsi dedachems 3 martis mosalocad

აი, დედი, მოგვაკითხა გაზაფხულმა,
სამი მარტიც მომილოცავს მე ამ ლექსით,
ყვავილებიც მოგიკრიფე დაზაფრულმა,
რადგან ვიცი, ალბათ კიდევ მიალერსებ.

უამრავი ცუდიც, კარგიც ჩვენ წარსულში,
ჩავაბაროთ დავივიწყოთ ძველი წლები,
ახლა ისევ გავიღიმოთ, სევდა გულში
რაც კი დაგვრჩა გადავაგდოთ მოწიწებით.

პატივი ვცეთ ჩვენს წარსულსაც, რადგან მისით
გავიზარდეთ, ფეხ-ავიდგით, მაგრამ მაინც,
ბევრ რამესაც ბეწვის ხიდზე გადავივლით,
თუ გაცივდა აზრი – თავზე ახლაც მაწვიმს,

თუ ნერვებსაც დავიოკებთ, უფრო მშვიდნი,
უფრო ლაღნი, გავუძღვებით, ამ ცხოვრებას,
ალბათ მეტ კარგს დავინახავთ უფრო ხშირად
ერთად ყოფნით გადავივლით გამოცდებსაც.

რადგან შენთან არ ვარ ახლოს, ეს არ ნიშნავს
იმას მე რომ დაგივიწყე, თუნდაც წამით.
მიყვარხარ და ჩემს სამყაროს მე გპატიჟობ,
ემოციაც სიყვარულით თუ დავძარით,

შემოვაღებთ კარებს ისევ ჩემს ქვეყანას,
სადაც ცივა, ზოგჯერ წვიმს და ხშირად სითბოც
მეტისმეტად ათბობს გრძნობებს, რითაც მე ვწერ
და არ ვშიშობ, რომ ურითმოდ წინა სტრიქონს

ვტოვებ რადგან, მთავარია, ჩემში გრძნობა,
ჩემი გული რასაც იტყვის, იმის წერა
სიყვარული შემიძლია ჩემი წონა,
გამოხატვით გამიძნელდა მომეწერა.

მოკლედ ახლა მოვრჩი ალბათ შინაარსაც,
მაგრამ ისევ, არაფერი ჯერ არ მითქვამს,
ალბათ გნახავ დღეს და მერე ამის არსსაც,
აგიხსნი რომ ჩაგიხუტებ, დედა მინდა...

ისევ ბევჯერ მოგვაკთხოს გაზაფხულმა,
სამი მარტიც მოგილოცო, მე სხვა ლექსით,
ყვავილებიც მოგიკრიფოს ნაზად გულმა
რადგან ვიცი, სხვა დროსაც რომ, მიალერსებ!..

ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - 03.03.2015




გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1490 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ნიკოლოზ ქართველი, Nikoloz Dzamiashvili, nikoloz kartveli, nikoloz rustaveli, ნიკოლოზ რუსთაველი, nikoloz qartveli, ნიკოლოზ ძამიაშვილი ქართველი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0