Загрузка...
ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - მაშინ ისევ ძლიერ წვიმდა, ქარიც მძლავრად უბერავდა / nikoloz qartveli (dzamiashvili) - mashin isev dzleir tscv - 30 მარტში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:18 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » მარტი » 30 » ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - მაშინ ისევ ძლიერ წვიმდა, ქარიც მძლავრად უბერავდა / nikoloz qartveli (dzamiashvili) - mashin isev dzleir tscv


3:25 PM
ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - მაშინ ისევ ძლიერ წვიმდა, ქარიც მძლავრად უბერავდა / nikoloz qartveli (dzamiashvili) - mashin isev dzleir tscv
მაშინ ისევ
ძლიერ წვიმდა,
ქარიც მძლავრად
უბერავდა.

წამით ქუჩაც
დაიწმინდა,
და თორმეტიც
უკვე გახდა.

მე კი ისევ
მაწუხებდა,
ერთი კითხვა
და მინდოდა

რომ დამესვა
თან წუთებმაც
არ მაცალეს
გამირბოდნენ.

მაშინ მახსოვს
უმიზეზოდ,
როგორც ახლა
მებუტები ...

მე თბილადაც
თუნდ გიმზერდე,
მაინც ახლა
გეუბნები.

შენ მითხარი
ვარ თუ არა,
შენთვის წვეთი
სითბოს ღირსი?

მაგრამ მაინც
მატყუარას
დამიძახებ,
თუ არ ვიტყვი,

რომ ისევე
დრო თუ არი,
რომ წალეკოს
ის ოცნება,

სადაც მხოლოდ
ტროტუარი
გამოჩნდება
და ლოცვებით

იკვებება
ქუჩის ბოლოს,
შესახვევში,
ვინმეს სული.

მე კი ახლა
მინდა მხოლოდ
ჩახუტება
მიზერული,

დროით თუნდაც
ერთი წამით.
შენ კი გლოვობ
ახლა სხვა კაცს

და რომ შეგხვდი
ვერ მიცანი.
შენ ვერ მეტყვი
შენზე ახალს

და უბრალოდ
წამიერად
გაჩუმდები!
და გაჰყვები

ჩემს წინ გრძელ გზას
უკან მოხე–
დვის გარეშე.
და გავხდები

მე უშენოდ
ისევ მარტო!..

ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - 06.03.2015


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1161 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ნიკოლოზ ქართველი, Nikoloz Dzamiashvili, nikoloz kartveli, nikoloz rustaveli, ნიკოლოზ რუსთაველი, nikoloz qartveli, ნიკოლოზ ძამიაშვილი ქართველი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0