Загрузка...
ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - მთვარეც ამ გულივით, თითქოს ბაგაბუგით გაუხევს არშიებს, ცას და ატირდება / nikoloz qartveli (dzamiashvili) - mt - 30 მარტში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:46 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » მარტი » 30 » ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - მთვარეც ამ გულივით, თითქოს ბაგაბუგით გაუხევს არშიებს, ცას და ატირდება / nikoloz qartveli (dzamiashvili) - mt


3:44 PM
ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - მთვარეც ამ გულივით, თითქოს ბაგაბუგით გაუხევს არშიებს, ცას და ატირდება / nikoloz qartveli (dzamiashvili) - mt

მთვარეც ამ გულივით, თითქოს ბაგაბუგით
გაუხევს არშიებს, ცას და ატირდება.
დაიღვრება ისევ, ცრემლთა ნაკადული,
წამით ბუნებაც კი, თითქოს ჩაფიქრდება.

აწმყოზე და წარსულს წამებს მიავიწყებს,
დრო კი თავისთავად, მაშინ გაჩერდება,
როცა შემდეგ ფურცელს, გადა - ვშლით და იმ წლებს
წაშლის იმ მერანის, თეთრად გაჭენება.

რომელიც კი არ მყავს, მაგრამ წარმოსახვით,
მხოლოდ ხელთ-შეხებით, ანდა ჩახუტებით,
ამ ყველაფერს შევძლებ, შენ რომ დაგასიზმრო
და იმ სითბოს ვფიცავ, აღარ დამშორდები.

მშვიდი მელოდია, სანთელს დავანთებ და
როცა ჩაიწვება, მოვალ, არ მომისმენ,
ალბათ ეს მთვარეც კი, ღამეს გათევდა,
მე კი ოცნებებში,
გნახავ,
ჰოდა ისევ...

მთვარეც ამ გულივით, თითქოს ბაგაბუგით
გაუხევს არშიებს, ცას და ატირდება.
დაიღვრება ისევ, ცრემლთა ნაკადული,
წამით ბუნებაც კი, თითქოს ჩაფიქრდება!..

ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - 17.03.2015




გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1154 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ნიკოლოზ ქართველი, Nikoloz Dzamiashvili, nikoloz kartveli, nikoloz rustaveli, ნიკოლოზ რუსთაველი, nikoloz qartveli, ნიკოლოზ ძამიაშვილი ქართველი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0