Загрузка...
ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - წვიმა რუსთავში/ nikoloz qartveli (dzamiashvili) - tscvima rustavshi - 30 მარტში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:18 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » მარტი » 30 » ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - წვიმა რუსთავში/ nikoloz qartveli (dzamiashvili) - tscvima rustavshi


4:29 PM
ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - წვიმა რუსთავში/ nikoloz qartveli (dzamiashvili) - tscvima rustavshi

წვიმს...
ფანჯრიდან გუბემდე მანძილი სულ რაღაც
რამოდენიმე მეტრია, რომელიც კი
თითქოს უფრო და უფრო ახლოვდებოდა
და
გუბეში ჩანდა იმ ხეთა სილუეტი
რომლებიც ჩემზე ახლო იდგნენ გუბესთან.
და იმ გუბესაც ალბათ აგონდებოდა,
რომ
ყოველ, ყოველ ჩამოვარდნილი წვეთისგან
მიყენებულ ტკივილის მოსაშუშებლად,
შეიკუმშოს, რგოლიც კი შემოახაზოს.
წკაპ!..
ავადმყოფს, – მოლოდინი ვირტუალური
თავისუფლების რომელშიც უკვე თანხა
გადაიხადა და სურს რომ შემოასახლოს
ის
არეალურობა საკუთარ სხეულში
რომელიც წვიმასთან არაა კავშირში.
გარეთ კი წვიმს.
რუსთავს გამოერთო შუქიც
და
მე არც სამსახური, არც სასწავლებელი
დიდად არ მანაღვლებს, რადგან ძლიერ მინდა
გარეთ გასვლა
და მიზეზად ბებოს ვჩუქნი
მე
მის გამოცხვარ ღვეზელივით ტკბილ სიტყვას და
ჩავდივარ გაციების წამლის საყიდლად
და სანამ გავცდი გასავლელ სადარბაზოს
იქ
სადაც სიმყრალე ჩვეულ ატრიბუტივით
მოგახვევს თავს, შემხვდა ერთი მეზობელი
ლამაზი გოგონა და მანაც გადამასწრო.
და
ჩამიბრინა. მე კი ვფიქრობ გავაჩერო
თუ არა, ამ დროს კი გზას რომ გადავიდა,
დავუძახე, უცებ, გოგონა, უკაცრავად...
ჰო,
– რა გნებავთ?
– მსურს თქვენი სახელი და წვიმა
რომ არ შეწყდეს, მაღაზიიდან გამოსულ
ჩვენ ორს ისე დაგვასველოს რომ, უკან წასვლას
არ
ჰქონდეს მიზეზი. მან რბილად მიპასუხა
რომ ისიც გაცივდა და ელოდა მას
რასაც სახლში მე ახლაც კი ველოდებოდი
და
აი, განათდა და დამავიწყდა წვიმა.
და მაქვს სურვილი ამ ლექსის დასრულების
იმ გოგონას ვნახავ ალბათ, მე ვერ ვხვდებოდი
თუ
მასაც უყვარდა ჩემსავით წვიმა და მას
დღეს თუ არა, ოდესმე კიდევ ვნახავდი
ახლა კი წვიმს და წვეთები ასკდება გუბეს და
მე
ვხვდები რომ ჩემი ადგილი რბილი სკამი
და ხელში ან კალამი და ფურცელია
ანდა ტექნოლოგიის ის შედევრი, მომბეზრდა
რომ
ასე სწრაფად იტაცებს მილიარდობით
სულელს ან მუშას, ხელოვანებს ან სპორტსმენს
რომელთაც ან ნაკლებად ან საერთოდ არ ესმით
წვიმის!..

ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - 30.03.2015




გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1649 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: nikoloz kartveli, nikoloz qartvelis poezia, nikoloz qartveli, nikoloz qartvelis leqsebi, leqsebi poezia, ნიკოლოზ ქართველის პოეზია, ნიკოლოზ ქართველის ლექსები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0