Загрузка...
გურამ ჯახუტაშვილი - წყალი / guram jakhutashvili - tsckali - 22 აპრილში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 8:31 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » აპრილი » 22 » გურამ ჯახუტაშვილი - წყალი / guram jakhutashvili - tsckali


7:36 PM
გურამ ჯახუტაშვილი - წყალი / guram jakhutashvili - tsckali
სიზმარი ახდა და მე წყალში ვარ,
იმხელა წყალში, ოთხივე მხარეს
თვალუწვდენელი ჰორიზონტია
და ზეცასავით შორს არის მიწა,
ზურგის ქარისგან მხოლოდ ბორტიან
გემების ზოგჯერ ჩამოვლა მიცავს.

დაღვინებული თავის სიშორით,
სივრცის პატრონი და დირიჟორი –
ფსკერი კუდივით სიშავეს იქნევს
და ამლაშებულ ზრახვებს და ფიქრებს
მიმხელს წითელი თევზებით ენით,
მიმხელს თევზების პირის ოვალით,
თევზი კი ცდილობს, წარსულის წყენას
გადააყოლოს ყველა ხმოვანი.

არ მესმის, მაგრამ ნაწილი ფილტვით,
ამ უზარმაზარ წყალში თუ ზღვაში,
ბავშვობისაკენ ბოლოჯერ ვილტვი
და რასაც ტკივილს ვეძახდი მაშინ -
ჭრილობას, ეკალს, მასრას, დამწვრობას,
ყველას ვიხსენებ და ჩემთვის ვბოდავ
მდინარის სიღრმის გამოსაცნობად,
როგორ ვისროდი წყლისაკენ ლოდებს.

ვესაუბრები მთვარეს ქარივით,
ერთს ვეუბნები, ჩაესმის სულ სხვა,
ყველგან წყალია და ზღვის მარილი
ჩემს მოურჩენელ ჭრილობას სუსხავს.
ყრუ სიბნელეში ვუსმენ სრულებით,
ძალაგამოცლილ ხელების შიშინს
და ხმელეთისკენ არც ვიყურები
არარსებული ნაპირის შიშით.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1245 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ჯახუტაშვილი გურამი, jakhutashvili gurami, ლექსები, პოეზია, jaxutashvili guram, guram jaxutashvili, გურამ ჯახუტაშვილი, guram jakhutashvili | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0