22 აპრილში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 3:37 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » აპრილი » 22



გურამ ჯახუტაშვილი - ნაბიჯის სტატისტიკა / guram jakhutashvili - nabijis statistika


იქნებ,
არსებობს სტატისტიკა,
ყოველდღიურად,
რამდენ ნაბიჯს დგამს პლანეტაზე ადამიანი
და დღის მანძილზე,
გადადგმული ნაბიჯებიდან,
სულ რამდენია,რეალურად,
წინგადადგმული?

თუნდაც, მთლიანი ისტორია ავიღოთ, მოდი,
ჯარის მტრისაკენ დაძვრებით და დაბ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1213 / თარიღი: 2015-04-22 / 8:01 PM / ოთხშაბათი

გურამ ჯახუტაშვილი - იქით წავიდნენო ადამიანები ... / guram jakhutashvili - iqit tscavidneno adamianebi ...


იქით წავიდნენო ადამიანები -
მანიშნა კაცმა და ხელის გაშვერა იგულისხმა,
რადგან უბედურს არ ჰქონდა მკლავი.
მე უნაკვთებოდ გავიღიმე. გამოვეყავი საკუთარ სხეულს.
ჩემი თავისგან იმის იმედით დავწინაურდი -
კაცთაგან ვინმე ჩამორჩენილს დავეწეოდი...

რაც კი მებადა - ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1236 / თარიღი: 2015-04-22 / 7:59 PM / ოთხშაბათი

გურამ ჯახუტაშვილი - არ ვიცი ... / guram jakhutashvili - ar vici ...


არ ვიცი....
თქმითაც, სამწუხაროდ, თავიდან მიწევს,
გაგიმეორო,
გაგაგონო,
გითხრა იგივე,
რომ ბოლო წლები ვეღარაფრით ვეჩვევი მიწას,
და ვიცელები წინა ხაზზე მდგარი რიგივით.
თუ გაიხსენებ,
გაჭირვებით გამოვლილ დროთა
მონაკვეთებში
არაერთი თავი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1532 / თარიღი: 2015-04-22 / 7:57 PM / ოთხშაბათი

გურამ ჯახუტაშვილი - ეს ქვის სახლია ... / guram jakhutashvili - es qvis sakhlia ...


ეს ქვის სახლია, სახლი ბექობის,
ჩვენ კი უცვლელი სახლის წევრები,
ერთი მარტივი თვალის შევლებით,
სიტყვით, სიჩუმით, ფიქრით, ექოთი,
ვგავართ ერთმანეთს და ჩვენს შინაგან,
ღრმა შეძახილზე უფრო ხშირადაც,
მკაცრი დუმილის მიღმა ვერთობით,
ვერთობით ღმერთით და უღმერთობ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1199 / თარიღი: 2015-04-22 / 7:53 PM / ოთხშაბათი

გურამ ჯახუტაშვილი - პორტრეტი / guram jakhutashvili - portreti


ზუსტად არ ვიცი,
მგონი სახლში ვარ,
თითქოს მეცნობა კედლის ფრაგმენტი,
მზე -
დახატული ცარცით, ნახშირით
და ცოტა მარცხნივ,
ჭერთან,
აგრეთვე,
მთვარე და ჩემთვის უცნობი კაცის,
გაკვრით გასმული ნაცნობი სახე…

და აქვე ვიტყვი,

... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1106 / თარიღი: 2015-04-22 / 7:49 PM / ოთხშაბათი

გურამ ჯახუტაშვილი - კივილი, კვამლი, ხალხი, ვაგზალი, მატარებელი... / guram jakhutashvili - kivili, kvamli, khalkhi, vagzali, matarebeli...


კივილი,
კვამლი,
ხალხი,
ვაგზალი,
მატარებელი,
ცრემლები,
ჩანთა,
ყველა
რაღაცას
სადღაც
აგზავნის,
შვილებთან ,
ცოლთან,
დედებთან,
ჯართან.
ჩემი ვაგონი
არსად არ მიდის
უბრალოდ, დგას და
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1190 / თარიღი: 2015-04-22 / 7:46 PM / ოთხშაბათი

გურამ ჯახუტაშვილი - ზამთარი ზაფხულში / guram jakhutashvili - zamtari zafkhulshi


მგონი დაზამთრდა...
თოვაა, თოვა,
თეთრი დასტური ცივი ამინდის,
ფიფქის წახნაგის
და ფიფქის ოვალს
შორის,
გამჭოლი, თეთრი გზა მიდის,
სადღაც უძღვება თოვლის ფიტულებს,
მე კი თვალებით, გეძებ მეგობარს,
ამხელა თოვლში, პოვნას მირთულებს
ნაფეხურებ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1191 / თარიღი: 2015-04-22 / 7:44 PM / ოთხშაბათი

გურამ ჯახუტაშვილი - დილა მშვიდობის ... / guram jakhutashvili - dila mshvidobis ...


დილა მშვიდობის,
სავარძელო,
ლოგინო,
სკამო,
კედლებო,
ფარდავ,
იატაკო,
ჭაღო,
მაგიდავ,
ეს ის დილაა დაგროვილი ტკივილის გამო,
რომ არაფერზე, არაფერზე წერა არ გინდა.
რისი თვალები, რა კვირტები, რომელი მკერდი..
ან რამე უფრო ახლ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1917 / თარიღი: 2015-04-22 / 7:43 PM / ოთხშაბათი

გურამ ჯახუტაშვილი - მოლოდინი / guram jakhutashvili - molodini


ხილული წრეა…
მზე ბეთლემს ანთებს,
მზე ფოთლებს უთვლის თოვლისფერ ხეებს
ცივი სხივებით
და ღამენათევ
თვალებში მალავს საუკუნეებს.
ხილული წრეა…
მზე ბეთლემს ათბობს,
უძილოები თვლემენ რტოები,
არავის უნდა სიფხიზლე დათმოს
და თუთიანი ქუთუთოებით ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1267 / თარიღი: 2015-04-22 / 7:42 PM / ოთხშაბათი

გურამ ჯახუტაშვილი - ისტორიაა ... / guram jakhutashvili - istoriaa ...


ისტორიაა... მდინარეში როცა სილათა,
ანკარა მარცვლებს ნაკადებით ტალახი ერთვის,
როცა პოეტის მოსაძებნი ხდება სიმართლე,
თუ კი საერთოდ მოსაძებნი არ გახდა ღმერთი.

სმენადახშული ვაკვირდებით გადაბრუნებულ,
ბილიკებიდან გადაცვენილ ურმების ჭრიალს,
რაღა დროს გზების დ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1308 / თარიღი: 2015-04-22 / 7:41 PM / ოთხშაბათი

გურამ ჯახუტაშვილი - მიუხედავად ასაკისა, დიდმა მუხებმა ... / guram jakhutashvili - miukhedavad asakisa, didma mukhebma ...


მიუხედავად ასაკისა, დიდმა მუხებმა,
საბედისწეროდ გამწვავებულ შემოდგომაში,
ფესვისწვერებით აიარეს აღმართი ტყისკენ
შეუჩერებლად, ნაბიჯ-ნაბიჯ, ჩიტებიანად,
რამაც დამწვარი ბალახების და ტყის პირების
გულებში, რწმენის ალბათობა განაპირობა..

უბრუნდებოდნენ უხუცესი ხ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1270 / თარიღი: 2015-04-22 / 7:40 PM / ოთხშაბათი

გურამ ჯახუტაშვილი - წყალი / guram jakhutashvili - tsckali


სიზმარი ახდა და მე წყალში ვარ,
იმხელა წყალში, ოთხივე მხარეს
თვალუწვდენელი ჰორიზონტია
და ზეცასავით შორს არის მიწა,
ზურგის ქარისგან მხოლოდ ბორტიან
გემების ზოგჯერ ჩამოვლა მიცავს.

დაღვინებული თავის სიშორით,
სივრცის პატრონი და დირიჟორი –
ფსკე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1244 / თარიღი: 2015-04-22 / 7:36 PM / ოთხშაბათი

გურამ ჯახუტაშვილი - სანამ შენ გძინავს / guram jakhutashvili - sanam shen gdzinavs


სანამ შენ გძინავს, გესიზმრება შენი სიცელქე,
შენი სიზმრების შენობაში,
უტიფრად,
ქვედა
სართულებიდან უნებართვოდ შემოგიწექი
და რამდენიმე კადრის გარდა
იგივეს ვხედავ:

ნაბალახარი ველებია ყველგან,ყვითელი,
კომშის ბაღების სიმწიფეში აცეცებ თვალებს, < ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1234 / თარიღი: 2015-04-22 / 7:11 PM / ოთხშაბათი



შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0