Загрузка...
გურამ ჯახუტაშვილი - მიუხედავად ასაკისა, დიდმა მუხებმა ... / guram jakhutashvili - miukhedavad asakisa, didma mukhebma ... - 22 აპრილში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 8:58 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » აპრილი » 22 » გურამ ჯახუტაშვილი - მიუხედავად ასაკისა, დიდმა მუხებმა ... / guram jakhutashvili - miukhedavad asakisa, didma mukhebma ...


7:40 PM
გურამ ჯახუტაშვილი - მიუხედავად ასაკისა, დიდმა მუხებმა ... / guram jakhutashvili - miukhedavad asakisa, didma mukhebma ...
მიუხედავად ასაკისა, დიდმა მუხებმა,
საბედისწეროდ გამწვავებულ შემოდგომაში,
ფესვისწვერებით აიარეს აღმართი ტყისკენ
შეუჩერებლად, ნაბიჯ-ნაბიჯ, ჩიტებიანად,
რამაც დამწვარი ბალახების და ტყის პირების
გულებში, რწმენის ალბათობა განაპირობა..

უბრუნდებოდნენ უხუცესი ხეები ტყეებს,
აუწონავი სიმსუბუქით და მღელვარებით
და უმძიმესი შემოდგომის მიუხედავად,
მაინც კბილებით იმაგრებდნენ ტოტებზე ფოთლებს,
რომ მთელი ძალით ეშრიალათ გულში ბუნების,
აღსანიშნავად გადარჩენის და დაბრუნების.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1271 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ჯახუტაშვილი გურამი, jakhutashvili gurami, ლექსები, პოეზია, jaxutashvili guram, guram jaxutashvili, გურამ ჯახუტაშვილი, guram jakhutashvili | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0