Загрузка...
გურამ ჯახუტაშვილი - ისტორიაა ... / guram jakhutashvili - istoriaa ... - 22 აპრილში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 8:48 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » აპრილი » 22 » გურამ ჯახუტაშვილი - ისტორიაა ... / guram jakhutashvili - istoriaa ...


7:41 PM
გურამ ჯახუტაშვილი - ისტორიაა ... / guram jakhutashvili - istoriaa ...
ისტორიაა... მდინარეში როცა სილათა,
ანკარა მარცვლებს ნაკადებით ტალახი ერთვის,
როცა პოეტის მოსაძებნი ხდება სიმართლე,
თუ კი საერთოდ მოსაძებნი არ გახდა ღმერთი.

სმენადახშული ვაკვირდებით გადაბრუნებულ,
ბილიკებიდან გადაცვენილ ურმების ჭრიალს,
რაღა დროს გზების დანახვაა, რისი ბუნება,
როცა სოფელში უკანასკნელ მუხასაც ჭრიან.

ისტორიაა... არაფერი, მოკვდი თუ გინდა
ჩვენს ხერხემალზე მოსეირნე ვიღაც კაცები,
თითქოს თვალებში გვიყურებენ, მაგრამ ზურგიდან
გაულესავი მაკრატლებით გვაქუცმაცებენ,

დაუფარავად გვიმრუდებენ წვივებს ცულებით,
ენის წითელი კაუჭებით გვაცლიან თვალებს,
ისტორიაა, როცა ვდგავართ გადაცმულები
და გააფთრებით ვასაფლავებთ საკუთარ ხვალეს.

სინანულისთვის სამსჯავროზე რაღას მიიტან,
უფრო მტკივნეულს, უფრო მწარეს, უფრო გადამდებს?
როცა ფურცლებზე თუ შეხვდები ნიკოფსიიდან
თვალებგახელილ საქართველოს დარუბანდამდე.

ახლაც სისხლივით გვიმჟავდება მიწის სიმართლე,
რომელსაც ცრუ და დაბრეცილი ხაზებით რთავენ,
რა ნიკოფსია, დარუბანდი, ძლივსღა მივათრევთ
ძირგავარდნილი ოთახიდან ოთახში თავებს.

ისიც ძველია, მეორდება, როცა თავიდან
ყოველი კადრი და უგულოდ კბილებდაკრეჭილ
მტაცებელს უნდა გამოვსტაცოთ საყლაპავიდან
გაფითრებული საქართველოს თითო ნაგლეჯი.

ისტორიაა... მდინარეში როცა სილათა
ანკარა მარცვლებს ნაკადებით ტალახი ერთვის,
როცა პოეტის მოსაძებნი ხდება სიმართლე,
თუ კი საერთოდ მოსაძებნი არ გახდა ღმერთი!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1309 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ჯახუტაშვილი გურამი, jakhutashvili gurami, ლექსები, პოეზია, jaxutashvili guram, guram jaxutashvili, გურამ ჯახუტაშვილი, guram jakhutashvili | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0