Загрузка...
გურამ ჯახუტაშვილი - მოლოდინი / guram jakhutashvili - molodini - 22 აპრილში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 8:48 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » აპრილი » 22 » გურამ ჯახუტაშვილი - მოლოდინი / guram jakhutashvili - molodini


7:42 PM
გურამ ჯახუტაშვილი - მოლოდინი / guram jakhutashvili - molodini
ხილული წრეა…
მზე ბეთლემს ანთებს,
მზე ფოთლებს უთვლის თოვლისფერ ხეებს
ცივი სხივებით
და ღამენათევ
თვალებში მალავს საუკუნეებს.
ხილული წრეა…
მზე ბეთლემს ათბობს,
უძილოები თვლემენ რტოები,
არავის უნდა სიფხიზლე დათმოს
და თუთიანი ქუთუთოებით
ახელენ თვალებს...
სიმძიმე თოვლის,
წამწამებს შორის ჟონავს და წვეთავს
და ლურჯ კიპაროსს,
ნატიფს და მოვლილს,
მზე ვიდრე ფოთლებს შემოუხვეტავს,
ხეები კვლავაც არჩევენ დუმილს
და ისევ მზისგან ელიან ხმაურს,
და მათი ტანი მჟავე და უმი
სუნთქავს და სუნთქავს, რაღაც უცნაურ
ლოდინის კლიმატს.
სხივების ნემსი
ტოტებზე ტოკავს და ხეებს აცმევს
მძივების აცმას და ვიდრე მწყემსი,
ამ ხეებს უფლის გაჩენას ამცნობს,
ტოტებზე ჩიტი ბუდისკენ იგნებს
თოვლის ბილიკებს, სადაც სრულიად,
ახალგაჩენილ კვირტების შიგნით,
ჯერ უჟანგბადო გაზაფხულია.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1268 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ჯახუტაშვილი გურამი, jakhutashvili gurami, ლექსები, პოეზია, jaxutashvili guram, guram jaxutashvili, გურამ ჯახუტაშვილი, guram jakhutashvili | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0