Загрузка...
გურამ ჯახუტაშვილი - ზამთარი ზაფხულში / guram jakhutashvili - zamtari zafkhulshi - 22 აპრილში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 8:35 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » აპრილი » 22 » გურამ ჯახუტაშვილი - ზამთარი ზაფხულში / guram jakhutashvili - zamtari zafkhulshi


7:44 PM
გურამ ჯახუტაშვილი - ზამთარი ზაფხულში / guram jakhutashvili - zamtari zafkhulshi
მგონი დაზამთრდა...
თოვაა, თოვა,
თეთრი დასტური ცივი ამინდის,
ფიფქის წახნაგის
და ფიფქის ოვალს
შორის,
გამჭოლი, თეთრი გზა მიდის,
სადღაც უძღვება თოვლის ფიტულებს,
მე კი თვალებით, გეძებ მეგობარს,
ამხელა თოვლში, პოვნას მირთულებს
ნაფეხურების არარსებობა.

თოვს!
არსაიდან არ წყდება თოვა,
ფანჯრის რაფიდან წვეთავს ყინული
და მცირე შანსსაც,რომ შენთან მოვალ,
ეს ნაადრევი თოვლი მინულებს.
აივნებს ათოვს, ათოვს ეზოებს,
და ბურუსიან თოვას, ხველებით,
მე გადავყავარ ზამთრის სეზონში,
გზებით, მინდვრებით
და მთიბველებით.

თიბავენ - მოთოვს,
თიბავენ - მოთოვს,
არ უთმობს თოვლი
თივას მთიბველებს,
ირგვლივ ყველაფერს,
ბალახს თუ ფოთოლს,
ასდის ნაცნობი სუნი სიბერის,
თოვს უცნაურად,
თოვს თითო თითოდ,
თოვს ნაწილ ნაწილ,
მსგავსად წვეთოვნის,
თოვს და მთიბველებს
არ ახსოვთ თვითონ,
რომ თიბათვისას
ასე ეთოვოს..
თოვს!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1192 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ჯახუტაშვილი გურამი, jakhutashvili gurami, ლექსები, პოეზია, jaxutashvili guram, guram jaxutashvili, გურამ ჯახუტაშვილი, guram jakhutashvili | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0