Загрузка...
გურამ ჯახუტაშვილი - პორტრეტი / guram jakhutashvili - portreti - 22 აპრილში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 8:56 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » აპრილი » 22 » გურამ ჯახუტაშვილი - პორტრეტი / guram jakhutashvili - portreti


7:49 PM
გურამ ჯახუტაშვილი - პორტრეტი / guram jakhutashvili - portreti
ზუსტად არ ვიცი,
მგონი სახლში ვარ,
თითქოს მეცნობა კედლის ფრაგმენტი,
მზე -
დახატული ცარცით, ნახშირით
და ცოტა მარცხნივ,
ჭერთან,
აგრეთვე,
მთვარე და ჩემთვის უცნობი კაცის,
გაკვრით გასმული ნაცნობი სახე…

და აქვე ვიტყვი,

არ მახსოვს არც ის,
დამესიზმრა თუ,
მე ცხადში ვნაახე,

ეს უცნაური კაცი და მაშინ,
მივხვდი,
მომინდა მისი დახატვა,
მერე კი, დიდხანს ვიშენდი თავში
ხელებს,
ჩანახატს როცა დავხედე.

ვიგრძენი,
კაცი რაღაცით მგავდა,
რაღაც ნამდვილად ჩემი ვიცანი
მე მის პროფილში
და ამის გარდა,
ჩვენი მსგავსება იყო სიცივე,

ამოუხსნელი, მკაცრი სიცივე,
სახის შიგნიდან თუ მის გარედან,

დიახ,

და ახლაც ისე ვიცინი,
მე, როგორც ცელქი ბავშვი,
არადა,

დიდი ხანია,
იმ ასაკს,
მენდე,
გავცდი და ცხელი ზაფხულის ხვატი,
სადღაც დავკარგე და მაინც დღემდე,
ასეთ უაზრო პორტრეტებს ვხატავ.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1107 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ჯახუტაშვილი გურამი, jakhutashvili gurami, ლექსები, პოეზია, jaxutashvili guram, guram jaxutashvili, გურამ ჯახუტაშვილი, guram jakhutashvili | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0