Загрузка...
გურამ ჯახუტაშვილი - ეს ქვის სახლია ... / guram jakhutashvili - es qvis sakhlia ... - 22 აპრილში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 9:03 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » აპრილი » 22 » გურამ ჯახუტაშვილი - ეს ქვის სახლია ... / guram jakhutashvili - es qvis sakhlia ...


7:53 PM
გურამ ჯახუტაშვილი - ეს ქვის სახლია ... / guram jakhutashvili - es qvis sakhlia ...
ეს ქვის სახლია, სახლი ბექობის,
ჩვენ კი უცვლელი სახლის წევრები,
ერთი მარტივი თვალის შევლებით,
სიტყვით, სიჩუმით, ფიქრით, ექოთი,
ვგავართ ერთმანეთს და ჩვენს შინაგან,
ღრმა შეძახილზე უფრო ხშირადაც,
მკაცრი დუმილის მიღმა ვერთობით,
ვერთობით ღმერთით და უღმერთობით.

ვეძებთ თვალებით ჭერზე, თაღებთან,
შუქის ნარჩენებს, მაგრამ ქურდულად,
მძიმე ხელებით ვადებთ ურდულებს
კარებს, რომლებსაც უნდა ვაღებდეთ.
გზები მზისაკენ გაგვყავს ორმთი...
თან შემორჩენილ სუნთქვას ვახშრებთ,
მაგრამ იმედის არცერთ ჰორმონთან,
არავითარი არ გვაქვს კავშირი.

ეს ქვის სახლია, სადაც ხაფანგებს,
ტომრებს, ბადეებს ჩვენთვის კერავენ
და ყვირილისგან სულს რომ ვღაფავდეთ,
ვერ გადავწვდებით ალბათ ვერავის.
ვეღარ გავაძრენთ ქვაში სიმართლეს,
თითქმის წვეთები მოგვრჩა სისხლიდან,
თითქმის ჩამწვარი მზის და სინათლის,
სულისშებერვა იმედს ვისხლიტავთ.

მოაქვს მხოლოდღა სუნი ნახშირის
ნიავს, რომელიც აღწევს მდელოდან
და გადარჩენის ყოველ მცდელობას,
გვითავდაყირებს ჩანასახშივე..
ვაქრობთ ოთახში შუქს და ნაცადი
გზებით, თითქოსდა ვაღწევთ საწადელს,
ვგავართ ხეების მუდმივ წვალებას,
გადაყვითლებას თუ გამწვანებას.

დგანან ჩვენ შორის ქვები, ტიხრები,
მაგრამ ფრჩხილებით ვფხაჭნით ნალესებს,
და გამოხვრეტილ მხარეს ვიხრებით,
რომ ერთმანეთს შევძლოთ ალერსი.
ვწვდებით... ვეხებით... მაგრამ იცოდე,
ვიდრე შორიდან რამეს მახლიდე,
ჩვენ, საკუთარი გრძნობის თაღლითებს,
თვალდახუჭულიც ამოგვიცნობენ,
ამოგვწურავენ და რაც ვუთხარით,
რაც ვეკამათეთ უფალს სამადლოდ,
შეგვახსსენებენ და მოგვკითხავენ
სამართლიანად თუ უსამართლოდ


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1200 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ჯახუტაშვილი გურამი, jakhutashvili gurami, ლექსები, პოეზია, jaxutashvili guram, guram jaxutashvili, გურამ ჯახუტაშვილი, guram jakhutashvili | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0