Загрузка...
გურამ ჯახუტაშვილი - ნაბიჯის სტატისტიკა / guram jakhutashvili - nabijis statistika - 22 აპრილში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 8:29 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » აპრილი » 22 » გურამ ჯახუტაშვილი - ნაბიჯის სტატისტიკა / guram jakhutashvili - nabijis statistika


8:01 PM
გურამ ჯახუტაშვილი - ნაბიჯის სტატისტიკა / guram jakhutashvili - nabijis statistika
იქნებ,
არსებობს სტატისტიკა,
ყოველდღიურად,
რამდენ ნაბიჯს დგამს პლანეტაზე ადამიანი
და დღის მანძილზე,
გადადგმული ნაბიჯებიდან,
სულ რამდენია,რეალურად,
წინგადადგმული?

თუნდაც, მთლიანი ისტორია ავიღოთ, მოდი,
ჯარის მტრისაკენ დაძვრებით და დაბრუნებებით,
(ცხენის ნაბიჯიც მივათვალოთ-როგორც მისტიკა,
ოთხივე ფეხით გადადგმული, ამ სტატისტიკას...)

ან
მივყვეთ ქალაქს:
ქუჩა,
ჩიხი,
ასფალტის ბზარი,
სადმე ბილიკი,
ბანი,
ტრასა,
გადასასვლელი,
ჰორიზონტალურ ნაბიჯებზე ვიმსჯელოთ მგზავრის,
ან ვერტიკალურ ნაბიჯებზე, თუნდაც, მთასვლელის..

რომელიც, სხვისგან განსხვავებით, მოკლეზე მიდის?
ყელში აქვს, ალბათ, ბანიც, ტრასაც, ქუჩაც და ხიდიც.

პრინციპში,
ვიცნობ ადამიანს, როგორც ქმნილებას,
ღმერთის
და ვუშვებ,
რომ სწრაფებმა და მოქნილებმა,
ხანდახან, უფრო ააჩქარონ სისწრაფე ბიჯის,
რომელი ტემპიც, მოუქნელებს, აშკარად გვიჭირს.

მოკლედ არ ვიცი... ამიტანა თითქოს დილიდან,
ცნობისმოყვარე და მაცდურმა ფიქრმა, გასავლელ
ან თუნდაც განვლილ ცხოვრებაზე, ვინ სად მივიდა,
ვინ როგორ შეხვდა გარდაუვალ თავგადასავლებს.
შესაბამისად, ასეთ ფიქრებს კვალზევე მისდევს
სურვილი - შენში სამუდამოდ შეწყდეს, მოთავდეს
კითხვა - რამდენჯერ დააბიჯა ქუსლები ქრისტემ
ვიდრე სასჯელის მიღებიდან , გზას - გოლგოთამდე.

ხო,სად ვიყავით, მგონი დროა, უკვე ვნასკვავდე,
საკუთარ სათქმელს, ახირებულ ფიქრსა თუ სურვილს,
რადგან გუგუნში, პლანეტაზე, თოფის და ჭურვის,
მე კიდევ უფრო მირთულდება მისვლა დასკვნამდე
და როგორც ცაში ვერ დაითვლი ნამყოფ ვარსკვლავებს,
ისე ვერ იტყვი ვერასოდეს, ასე დათქმულად,
ნაბიჯებიდან, ცხოველსა და კაცს რომ ანსხვავებს,
მაინც რომელი ჩაგვეთვალოს წინგადადმულად
ადამიანებს...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1214 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ჯახუტაშვილი გურამი, jakhutashvili gurami, ლექსები, პოეზია, jaxutashvili guram, guram jaxutashvili, გურამ ჯახუტაშვილი, guram jakhutashvili | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0