Загрузка...
თამარ ბეიტრიშვილი - დღევანდელი გარემო / tamar beitrishvili - dghevandeli garemo - 23 აპრილში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 8:38 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » აპრილი » 23 » თამარ ბეიტრიშვილი - დღევანდელი გარემო / tamar beitrishvili - dghevandeli garemo


5:48 PM
თამარ ბეიტრიშვილი - დღევანდელი გარემო / tamar beitrishvili - dghevandeli garemo
გაჭირვებული ქვეყანა, უკუღმართი სამყარო,
მინდა მაგრამ არ ძალმიძს ეს ფიქრები გავყარო.
მონდომებაა მთავარი, რომ ქვეყანა გაამთელო,
ვამაყობ რომ ქართველი ვარ, მიყვარს ჩემი საქართველო.
ქვეყანაში ერთ-ერთი უდიდესი ნაკლია,
ქართველ ხალხში სიყვარული, რაც ვგრძნობ ძლიერ გვაკლია.
უკვე არავის არააქვს ერთმანეთის ატანა
და ხალხს აღარ შეუძლია ურთიერთის გატანა.
მოხუცთა თავშესაფარი უკვე ძალზედ გაივსო,
დაივიწყეს მშობლები, გული ბოღმით აღივსო.
შეიცვალა გაგება, აღარაფერს ფარავენ,
სვირინგებით მოჭედილ, მკერდსაც აღარ მალავენ.
ბიჭი ბიჭთან რომ დადის, უკვე ძლიერ მომრავლდა,
ასეთების არმია უკვე კარგად მომაგრდა.
გარყვნილების ბუდეა, აღარ ვამბობ არაფერს
თორმეტი წლის გოგნა რომ ბავშვს მუცლით ატარებს.
უაზრო საქციელი, აგრესია გარშემო,
სამწუხაროდ ასეთია დღევანდელი გარემო.
ერთმანეთს ეჯიბრებიან სიგარეტის წევაში,
მთელ დროს უქმად ატარებენ ინტერნეტის ქექვაში.
ძალზედ ხშირი წამოვიდა აბორტების სერია,
ძალადობის ფაქტები მათში ბევრი ერია.
ზოგი ბოზობს, სხვა მათხოვრობს, ზოგიც ვაშლებს იპარავს,
ასეთი სიტუაცია უკვე ბევრგან მინახავს.
ზოგმა თირკმელა გაყიდა, ზოგმა სისხლი გაიღო,
მაგრამ მთელი თავგანწირვა სულ ვალებმა წაიღო.
რა და როგორ გააკეთონ უკვე აღარ იციან,
პურის ფულის საშოვნელად მკვლელობაზეც მიდიან.
ვისაც უჭირს მათხოვრობს, სულ კარდაკარ დადიან,
ხოლო მათი მოძღვრები იქსპიატით დაქრიან.
გაძვალტყავებული ხალხი უფულობას წუწუნებს,
ღიპიანი მთავრობა კი მათ ფანჯრიდან უყურებს.
ზოგი „მაგარი ტიპია“ და ბევრ ფულში ბანაობს,
მეტი საქმე რომ არააქვს მშრომელ ხალხზე „ღადაობს“.
თანხები რომ გახარჯოს, სულ არააქვს დარდები,
სად და როგორ დაისვენოს, მიაწოდეთ აზრები.
სამწუხაროდ ასეთია დღევანდელი სამყარო,
ძალზედ მინდა ეს აზრები გონებიდან გავყარო.
მაგრამ მაინც მეფიქრება, სიყვარული დიდია,
უფლის გზისკენ მიმავალი, გადაშლილი ხიდია.
ვინც ამ ხიდზე ფეხს შედგავს, უკან ვეღარ ჩამოვა,
შევეცადოთ, ერთად დავდგეთ, ყველაფერი გამოვა.
სანამ ცაზე სულ ბოლო ვარსკვლავი არ ჩაქრება,
ეს იმედი გულიდან არასოდეს გაქრება.
ღვთის კურთხეულ ქვეყანაში დავიბადე მგონია,
ეს ფიქრები უსაფუძვლო დამიჯერეთ როდია.
არასოდეს არ შევწყვიტოთ ჩვენი უფლის დიდება,
და გვჯეროდეს საქართველო რომ კვლავაც გაბრწყინდება!.

თ. ბეიტრიშვილი


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1172 | დაამატა: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0