მთავარი » 2015 » აპრილი » 29 » ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - მიყვარხარ! / nikoloz qartveli (dzamiashvili) - miyvarxar
7:38 AM ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - მიყვარხარ! / nikoloz qartveli (dzamiashvili) - miyvarxar
|
მიყვარხარ!
ეს სიტყვაც არ გათბობს.
დავცურავ წვიმაში რითმებით.
სიტყვები სათქმელსაც ვერ ამბობს,
სათქმელსაც ვერ ამბობს სიტყვები.
როდესაც,
გიცნობ და არც გიცნობ,
მინდა რომ გიცნობდე ახლოდან,
თუ მოხვალ ცხოვრებას აგიწყობ,
აგიწყობ ცხოვრებას თუ მოხვალ
ჩემთან და
ტაძარსაც გავცდებით...
შენ ჩემი სულ ყველა "მინდა" ხარ
მიყვარხარ, ჩაკლული განცდებით
ჩაკლული განცდებით მიყვარხარ.
ვადიდებ
უფალს და გეტყვი რომ
ძნელია ნდობა და გაგება,
დარდებმა არ მინდა გატიროს,
არ მინდა გატიროს დარდებმა.
სიცივე.
სურათი მკრთალია.
ვერ ვხვდები რა ვქნა და განვიცდი.
ამინდიც ჩემსავით მთვრალია.
ჩემსავით მთვრალია ამინდიც.
ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - 12.04.2015
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1260 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: nikoloz qartvelis poezia, nikoloz kartveli, nikoloz qartveli, nikoloz qartvelis leqsebi, leqsebi poezia, ნიკოლოზ ქართველის პოეზია, ნიკოლოზ ქართველის ლ
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|