მთავარი » 2015 » აპრილი » 29 » ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - ცხოვრებისეული / nikoloz qartveli (dzamiashvili) - ckhovrebiseuli
7:39 AM ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - ცხოვრებისეული / nikoloz qartveli (dzamiashvili) - ckhovrebiseuli
|
არ მინდა ვკვდებოდე ყოველდღე,
დილით კი ცოცხალი ვდგებოდე,
არა მსურს წასვლისას ვტოვებდე
კარს ღიას და ვერ ვბრუნ დებოდე
მე მინდა სულ ყველამ სიკეთე
ვთესოთ და სიქველით ვტკბებოდეთ.
თმაში თუ გაგვიჩნდა სითეთრე,
მით უფრო სხვის ღიმით ვთბებოდეთ.
არ მინდა წუთი წამს ახრჩობდეს
სიბერემ საათში მოგვაგნოს
ცხოვრება ასწილად გაჭირდეს
და წლებმა წლები რომ მომარგვლონ
მინდა რომ ვხედავდე ვინც მიყვარს,
და ვისაც ვუყვარვარ მხედავდეს
ვიცხოვრე, ვიცოცხლე ვიცი და...
ვიხსენებ პატარამ ხე დავრგე...
არ მინდა რომ ავცდე ოთხმოც წელს,
და არ მსურს ასვლა მე მაქამდეც,
ახლა თუ ვატარებ მცირედ წვერს,
მერე კი თვით წვერი მატარებს.
ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - 12.04.2015
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1103 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: nikoloz qartvelis poezia, nikoloz kartveli, nikoloz qartveli, nikoloz qartvelis leqsebi, leqsebi poezia, ნიკოლოზ ქართველის პოეზია, ნიკოლოზ ქართველის ლ
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|