Загрузка...
ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - სიცხე / nikoloz qartveli (dzamiashvili) - sickhe - 7 აგვისტოში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 8:43 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » აგვისტო » 7 » ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - სიცხე / nikoloz qartveli (dzamiashvili) - sickhe


6:03 AM
ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - სიცხე / nikoloz qartveli (dzamiashvili) - sickhe
მე ამ სიცხემ შემაყვარა ძილი,
მაგრამ ძილით, უკვე აღარ მძინავს
ერთ კვირაზე უფრო მეტი, მძიმე
წერტილი კი ვერ დავწერე. კვირაც
ისე სწრაფად მოსულიყო თურმე
მე კი ღამე დღეში სამჯერ ვივლებ
წყალს და მაინც მიმაჩნია სტუმრებს
დავაწვენდი ლოგინზე და თვითონ
მოვირგებდი იატაკს და საბნად
რამე სიზმარს, რომელიმე პორტთან
მისულ აზრებს ზღვის სიგრილე ბანდა
თითქოს ფეხებს, რომელიც მე მქონდა
დაკბენილი კოღოების მიერ.
ა, მესამედ მე ავდექი ისევ
და შევისხი წყალი უფრო ძლიერ
მინდა წამით ჩაძინებას მივცე
გონება და დავასვენო ნერვი.
სხვას კი ახლა სიგარეტი ართობს,
ზოგი ალბათ კომპიუტერის ეკრანს
შესცქერის და თან ერთობა ამ დროს
მე კი ისევ ვერ ვიძინებ ახლა.
ისევ სიცხემ შემაყვარა ძილი,
მაგრამ ძილით, უკვე აღარ მძინავს
ერთ კვირაზე უფრო მეტი, მძიმე
დავწერე და წერტილსაც შევწირავ
ერთი თბილი,
ტკბილი სიზმრის ფასად!

ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - 24.06.2015


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1029 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: nikoloz kartveli, nikoloz qartvelis poezia, nikoloz qartveli, nikoloz qartvelis leqsebi, leqsebi poezia, ნიკოლოზ ქართველის პოეზია, ნიკოლოზ ქართველის ლექსები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0