Загрузка...
ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - პარკში დავდივარ, დავიარები / nikoloz qartveli (dzamiashvili) - parkshi davdivar, daviarebi - 25 აგვისტოში 2015 - პოეზიის სამყარო
სამშაბათი, 2024-05-07, 11:20 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » აგვისტო » 25 » ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - პარკში დავდივარ, დავიარები / nikoloz qartveli (dzamiashvili) - parkshi davdivar, daviarebi


6:17 PM
ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - პარკში დავდივარ, დავიარები / nikoloz qartveli (dzamiashvili) - parkshi davdivar, daviarebi

პარკში დავდივარ - დავიარები
ვეძებ დაკარგულ სიყვებს, სტრიქონებს
ალბათ მოვკვდები და იმ დარდებით
რასაც განვდევნი და მომიგონებს
ვინმე უეცრად - გამიხარდება
დღეს დროს ვაჩერებ მე თუ ამ წვერით
ხვალ მეგონება, წამით გაქრება
და ეს გულიც კი დამინაწევრეთ
მაშინ როდესაც დავიარები
მარტო, გაპარსულს, დროსაც თან რომ ვკლავ
ვიცი იმედიც გამინახევრდა
ყავაც აღარ მაქვს, კოვზსაც გალოკვა
მოუნდებოდა ალბათ ყავიანს
მაგრამ პარკიდან მივდივარ სახლში
გზას რომ ვეძახი - "გამატარე და.."
მერე, თუნდ ახლა, მიდი და მტკვარში
ისევ ეძებე შენი ოცნება,
რომ აირეკლავს მთვარის შუქსა და
ვარსკვლავებიდან თითქოს მოსწყდება
ერთი და წლისკენ ჩაგდებულ ქვასაც
გაასწრებს ქვემოთ, ჩაიძირება
და გაგინათებს ქვემოდან სხეულს,
მერე კი შეხვალ და მტკვრის ძირს ეძებ
იქნებ იპოვო ვარკვლავი ხვეულ
და სველ თმებში რომ გაგეჩხირება
მომინდება რომ ახლოს მოვიდე
მაგრან ბურანში, გამეღვიძება
და დავინახავ რომ აარიდე
თავი ცხოვრებას, წახვედი შორს და
რომ დამიტოვე უკვალო-კვალი
თითქოს ჰაერს აქვს სურნელი სიზმრის
და ყურზე გქონდა შენ ალუბალი
რომლის დაკრეფაც, მე ასე მინდა!..




გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 973 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: nikoloz qartvelis poezia, nikoloz kartveli, leqsebi poezia, ნიკოლოზ ქართველის პოეზია, nikoloz qartveli, ნიკოლოზ ქართველის ლექსები, nikoloz qartvelis leqsebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0